IBSU-ს პროგრამის უპირატესობა – ამერიკისმცოდნეობა
რატომ უნდა აირჩიო IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამა?
- დასავლური ღირებულებების გააზრება: ისწავლი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფალი ბაზრის მუშაობის პრინციპებს “პირველწყაროდან”;
- კრიტიკული ანალიზი: შეიძენ უნარს, როგორ გააანალიზო გლობალური მოვლენები და დაინახო კავშირი ამერიკულ პოლიტიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის;
- ადაპტირებადობა: დაეუფლები პრეზენტაციის, წერისა და დებატების უნარებს, რაც ნებისმიერ თანამედროვე პროფესიაში ფასობს;
- ინგლისური ენის პროფესიული ფლობა: დაეუფლები ინგლისურს უმაღლეს აკადემიურ დონეზე.
IBSU ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა შენთვისაა, თუ:
- გინდა ისწავლო ინგლისურად და დაეუფლო ენას პროფესიულ დონეზე;
- გინდა გაეცნო აშშ-ის პოლიტიკას, ისტორიას, კულტურას, ეკონომიკას, ლიტერატურასა და გეოგრაფიას;
- გინდა დაეუფლო თარჯიმნის უნარებს;
- გინდა კომუნიკაცია უცხოელ სპეციალისტებთან და ლექტორებთან;
- გინდა პრივილეგირებული წვდომა გაცვლით პროგრამებზე აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში;
- გინდა ისწავლო გლობალური პროცესების ანალიზი აშშ-ის პრიზმიდან;
- გინდა მონაწილეობა მიიღო IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.