IBSU-ს პროგრამის უპირატესობა – ინგლისური ფილოლოგია
IBSU-ს პროგრამის უპირატესობა – ინგლისური ფილოლოგია
რატომ უნდა აირჩიო IBSU-ს ინგლისური ფილოლოგის პროგრამა?
ენის ფლობა მშობლიურ დონეზე: დაეუფლები ინგლისურს გრამატიკის, ფონეტიკისა და ლექსიკოლოგიის ნიუანსების ჩათვლით;
კულტურული ინტელექტი: ისწავლი ინგლისურენოვანი სამყაროს ლიტერატურასა და ისტორიას, რაც დაგეხმარება გლობალური კონტექსტების გაგებაში;
კრიტიკული ანალიზის უნარი: ლიტერატურული ტექსტების ანალიზით ისწავლი ადამიანის ფსიქოლოგიას, სოციალურ პროცესებსა და ფარულ მნიშვნელობებს;
აკადემიური წერა: დაეუფლები ტექსტების სტრუქტურირების ხელოვნებას, რაც ნებისმიერ მაღალპოზიციურ სამსახურში კრიტიკულად მნიშვნელოვანია;
მაღალი კულტურული ინტელექტი (CQ): აითვისებ იმ ხალხის ფსიქოლოგიას და ეთიკას, ვინც ამ ენაზე საუბრობს;
პროფესიული მობილობა: შეძლებ იმუშაო დისტანციურად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებული კომპანიებისთვის, რადგან შენი მთავარი ინსტრუმენტი – ინგლისური ენა – ყველგან ვალიდურია;
მოემზადები მასწავლებლობისთვის: აითვისებ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამას და მზად იქნები საკვალიფიკაციო გამოცდისთვის.
IBSU ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა შენთვისაა, თუ:
გინდა ისწავლო ენათმეცნიერების, ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის კრიტიკული გააზრება;
გინდა დაეუფლო ლიტერატურული ტექსტების კრიტიკულ ანალიზს, რაც ავითარებს სიღრმისეული ხედვისა და ინტერპრეტაციის უნარს;
გჭირდება ცოდნა, რომელიც თანაბრად კონკურენტუნარიანი იქნება როგორც საქართველოში, ისე ევროპასა თუ ამერიკაში;
გინდა დაეუფლო ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და მისი აუდიტორიისთვის პროფესიონალურად წარდგენის ხელოვნებას;
გსურს სწავლის პროცესი თავიდანვე მიმდინარეობდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
გინდა გახდე სტუდენტური ჟურნალის სარედაქციო ჯგუფის წევრი და ისწავლო ქოფირაითინგი;
გინდა პროფესია, რომელიც საშუალებას მოგცემს იმუშაო თარჯიმნად, დიპლომატად, პედაგოგად, კონტენტ-კრეატორად ან საერთაშორისო პროექტების მენეჯერად.