რატომ უნდა აირჩიო IBSU-ს გრაფიკული დიზაინის პროგრამა?
დაიწყე შენი კრეატიული მოგზაურობა IBSU-ში – იქ, სადაც ინოვაცია ხვდება დიზაინს!
- დაასრულე 3 წელში: ინტენსიური 180-კრედიტიანი პროგრამა – უფრო სწრაფი გზა ინდუსტრიაში დასასაქმებლად;
- ინგლისურენოვანი გრაფიკული დიზაინი: გახდები გამორჩეული გლობალურ დონეზე და ისწავლი მრავალფეროვან გარემოში;
- კარიერული გამოცდილება დიპლომამდე: შექმნი შენს პორტფოლიოს და დაამყარებ კავშირს ინდუსტრიის პროფესიონალებთან სწავლის პროცესშივე;
- ისწავლე სფეროს ექსპერტებისგან: ისწავლი პრაქტიკოსი დიზაინერებისგან, რომლებიც ქმნიან დარგის მომავალს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
- ყოვლისმომცველი სასწავლო გეგმა: ისწავლი ბრენდინგს, ტიპოგრაფიას, ციფრულ და მოუშენ დიზაინს, არტ-მარკეტინგს და სხვა.
IBSU-ს გრაფიკული დიზაინის პროგრამა შენთვისაა, თუ:
- არ გაქვს დასაკარგი დრო და გირჩევნია ინტენსიური, შედეგზე ორიენტირებული სწავლება;
- გჯერა, რომ დიზაინს საზღვრები არ აქვს და გსურს თავისუფლად მუშაობდე საერთაშორისო პროექტებზე, სააგენტოებსა თუ დისტანციურ პლატფორმებზე;
- გირჩევნია რეალური პრაქტიკოსების რჩევები და გამოცდილება მშრალ თეორიებს, რადგან გსურს იცოდე, რა ხდება „ველზე“ დღეს;
- ეძებ გარემოს, სადაც სწავლის პროცესი რეალური ქეისების შექმნაა;
- გაინტერესებს არა მხოლოდ ხატვა, არამედ ბრენდინგი, ტიპოგრაფია, მოუშენ-გრაფიკა და არტ-მარკეტინგი – ყველაფერი, რაც თანამედროვე ციფრულ სამყაროში მოთხოვნადია;
- ეძებ მულტიკულტურულ სტუდენტურ ცხოვრებას და კავშირებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში გაგიხსნის გზას.