რატომ უნდა აირჩიო IBSU-ს საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის პროგრამა?
გახდი ბიზნესის ყველაზე სანდო მრჩეველი – ააშენე კარიერა IBSU-სთან ერთად!
რატომ უნდა აირჩიო IBSU-ს საბუღალტრო აღიცხვა და აუდიტის პროგრამა?
- ბიზნესის „დეტექტორი“: ისწავლი კომპანიის ფინანსური ჯანმრთელობის დიაგნოსტიკას, შეცდომების პოვნას და ბიზნესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას;
- ტექნოლოგიური აღჭურვილობა: დაეუფლები სპეციალიზებულ კომპიუტერულ პროგრამებსა და მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტებს, რაც შენს მუშაობას სწრაფს და ეფექტურს გახდის;
- საერთაშორისო აღიარება (ACCA სტანდარტები): მიიღებ ცოდნას, რომელსაც აღიარებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რადგან ჩვენი პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტებზე;
- კარიერული გზა: შეიძენ მოთხოვნად პროფესიას, ბუღალტერი და აუდიტორი სჭირდება ყველას – პატარა ფირმებიდან დაწყებული, „დიდი ოთხეულის“ (Big Four) აუდიტორული კომპანიებით დასრულებული.
IBSU-ს საბუღალტრო აღიცხვისა და აუდიტის პროგრამა შენთვისაა, თუ:
- გიყვარს წესრიგი;
- ხარ დეტალებზე ორიენტირებული;
- გსურს გქონდეს უნარი, ციფრების მიღმა რეალური სურათი დაინახო;
- გინდა შეიძინო მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია;
- გინდა გქონდეს ACCA სტანდარტების შესაბამისი ცოდნა.