სიახლეები
- Home
- /
- IBSU ბლოგი
- /
- #IBSUAlumni : ელიზაბეტ დემუროვა...

- 15/10/2025
#IBSUAlumni : ელიზაბეტ დემუროვა I ინგლისურენოვანი არქიტექტურის პროგრამა
წარმოგიდგენთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი არქიტექტურის პროგრამის კურსდამთავრებულს – ელიზაბეტ დემუროვას.
ელიზაბეტმა IBSU-ში მიღებული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქცია – მონაწილეობდა უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკის დაგეგმარებაში, საერთაშორისო არქიტექტურულ პროექტებში და დღეს უკვე სწავლას აგრძელებს მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.
წაიკითხე მისი ისტორია #IBSUAlumni რუბრიკაში:
“მიხარია აღვნიშნო, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლების დროს საფუძვლიანი ცოდნა მივიღე არქიტექტურულ დიზაინში, ურბანულ დაგეგმარებაში და მდგრად განვითარებაში. საბაკალავრო სწავლების განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა აკადემიურ პროექტსა და სამუშაო შეხვედრებში, რამაც ამიმაღლა როგორც არტისტული, ისე ტექნიკური მხარეების გაგება არქიტექტურაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩემთვის იყო მესამე კურსზე, როდესაც შევიმუშავე IBSU-ს ახალი ბიბლიოთეკის გეგმარება, რაც შემდგომში რეალობად აქციეს. ამ პროექტის შემდეგ მომეცა შესაძლებლობა მემუშავა რეალურ არქიტექტურულ პროექტებზე, მათ შორის ინდივიდუალური სახლებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების დაგეგმარებაზე. სწავლების ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი იყო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მოგზაურობა ფლორენციაში, სადაც ჩვენი გუნდი IBSU-ს წარმომადგენლად მონაწილეობდა ისტორიული წყალტუბოს სანატორიუმების მდგრადი რევიტალიზაციის პროექტში. ამ გამოცდილებამ დამანახა ახალი ჰორიზონტები საერთაშორისო არქიტექტურულ საზოგადოებასთან თანამშრომლობითა და გამოცდილების გაზიარებით. ამ გამოცდილებათა ერთობლიობამ გააძლიერა ჩემი პროფესიული და აკადემიური საფუძველი, რაც მაძლევს მოტივაციას გავაგრძელო სწავლა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ურბანული დიზაინისა და არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამაზე. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პირველად წარვადგენ IBSU-ს მილანის არქიტექტურულ საზოგადოებაში. მჯერა, რომ პროგრამის ინტენსიური სასწავლო კურსი, საერთაშორისო პერსპექტივა და ინოვაციაზე ორიენტირებული მიდგომა შემდეგ გამაძლიერებს როგორც პროფესიონალს და ხელს შეუწყობს ჩემს განვითარებას არქიტექტურის სფეროში.”