- მთავარი
- /
- ინოვაციების ცენტრი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის მიზანია მხარი დაუჭიროს საუნივერსიტეტო სივრცეში ინოვაციური და სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარებას და ორიენტირებულია სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ინიციატივების მხარდაჭერასა და განვითარებაზე.
ცენტრის სერვისები სტუდენტებისთვის მოიცავს:
იდეათონი ცვლილებები ციფრული განათლებისთვის – იდეათონი „ცვლილებები ციფრული განათლებისთვის“ წარმატებით გაიმართა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, შერჩეულმა სტუდენტურმა გუნდებმა იმუშავეს ციფრული განათლების განვითარებაზე, შეიმუშავეს ინოვაციური იდეები და წარადგინეს ჟიურის წინაშე. მონაწილეებს მენტორობა გაუწიეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა, რაც დაეხმარათ იდეების დახვეწასა და სამომავლო სტარტაპებად განვითარებაში. სტუდენტებმა განიხილეს განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და შეიმუშავეს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება ფართოდ იქნეს გამოყენებული.
UNI4VERSE – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა საუნივერსიტეტო სტარტაპ კონკურსში UNI4VERSE, რომელიც გაიმართა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით. პროექტის მიზანი იყო უნივერსიტეტებისა და სტუდენტების ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ დაინტერესების ზრდა. შიდა კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა იმუშავეს კონკრეტული საპროექტო თემის გარშემო, მოახდინეს მათი იდეების განვითარება და სწორი პოზიციონირება. მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს გადაწყვეტები მწვანე ეკონომიკისა და განახლებადი რესურსების მიმართულებით. განხილული საკითხები მოიცავდა მზისა და თბური ენერგიის ეფექტიანობის გაზრდას, ნარჩენების ენერგეტიკულ გამოყენებას, ენერგიის მოხმარების მონიტორინგს, სამშენებლო ნარჩენების გადამუშავებასა და მწვანე მობილობის გაუმჯობესებას. კონკურსის მიმდინარეობისას სტუდენტებს მენტორობა გაუწიეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა, რაც დაეხმარათ იდეების დახვეწასა და შემდგომ განვითარებაში.
სტარტაპერებთან შეხვედრები – არის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის რეგულარული შეხვედრების ნაწილი, სადაც სტუდენტები და დამწყები მეწარმეები წარმატებულ სტარტაპერებთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებას იზიარებენ. ეს შეხვედრები მუდმივი პროცესია და ჩვენ მუდმივად ვახდენთ ახალი ინსპირაციული ისტორიების, რეალური ბიზნესგამოცდილებებისა და ღირებული კონტაქტების უზრუნველყოფას. ინტერაქტიული ფორმატის წყალობით, მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა დასვან კითხვები, განიხილონ თავიანთი იდეები და მიიღონ პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სტარტაპ ეკოსისტემაში წინსვლა სურს.
პარტნიორობა Startup Grind Georgia-სთან – არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისკენ. თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებს და დამწყებ მეწარმეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ჩაერთონ საერთაშორისო ქსელში, დაესწრონ ინსპირაციულ ღონისძიებებს, გაიცნონ წარმატებული მეწარმეები და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა. ეს პარტნიორობა ხელს უწყობს უნივერსიტეტის სტარტაპ კულტურის განვითარებას და სტუდენტებს რეალურ კავშირებს უქმნის ბიზნესის სამყაროსთან.
სტარტაპ საათი არის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ინიციატივა, რომელიც ეხმარება სტუდენტებს თავიანთი ბიზნეს იდეების განვითარებაში. ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია მიიღო პროფესიონალური კონსულტაციები, იპოვო ინსპირაცია და გადადგა პირველი ნაბიჯები შენი სტარტაპის დასაწყებად.
რას გაძლევს სტარტაპ საათი?
ვისთვის არის ეს?
თუ ხარ სტუდენტი, რომელსაც აქვს იდეა, ბიზნეს პროექტი ან უბრალოდ სურვილი, განავითარო შენი ინოვაციური ხედვა, სტარტაპ საათი შენთვისაა!
აირჩიე შენთვის სასურველი დრო და დაჯავშნე შეხვედრა ახლავე.
საკონტაქტო მეილი: iec@ibsu.edu.ge
საკონტაქტო ნომერი: +995 577 41 65 89
უნივერსიტეტის ნომერი: 0322 800 064 (205)
დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2, თბილისი 0159, საქართველო