შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრისა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ორგანიზებით ტარდება ქართული ენის უფასო კურსი უცხოელი სტუდენტებისათვის.
06/06/2021

კურსის ზოგადი მიზანია უცხოელი სტუდენტების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებასა და კულტურაში.
კურსს უძღვება ნათია მაღალაშვილი – იბსუს საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერი.