საერთაშორისო ურთიერთობები
IBSU-მ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა
BSU-ს კომპიუტერული მეცნიერებებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანმა, პროფესორმა მარინა რაზმაძემ, სკოლის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ნინი ჩალაბაშვილთან და დეპარტამენტის მენეჯერთან ერთად, უმასპინძლა ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, სტეფან ნოაკს და პროფესორს, დოქტორს, კრისტიან ბრაუვეილერს.
შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორობის საკითხები. დიალოგი ძირითადად ერთობლივი აკადემიური ინიციატივების შემუშავებაზე იყო ორიენტირებული, მათ შორის ორმაგი ხარისხის პროგრამებზე, რაც გააძლიერებს აკადემიურ მობილობას და ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობას.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას როგორც საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და სასწავლო პროგრამის გაფართოების, ისე ორ უნივერსიტეტს შორის კვლევითი თანამშრომლობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. ასევე, აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური კავშირების გაძლიერების მიმართულებით.