საერთაშორისო ურთიერთობები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. ამერიკისმცოდნეობის მე-15 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ამერიკისმცოდნეობის მე-15 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

09/06/2025

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მეთხუტმეტედ უმასპინძლა.

კონფერენციაზე, რომელიც IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით ყოველწლიურად ტარდება, სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ს ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, დეკანი, აფილ. პროფ; ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი თამარ შიოშვილი, ფულბრაიტის პროგრამის წარმომადგენელი ლორენ უილიამსონი და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები.

ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები კონფერენციაზე ამერიკისმცოდნეობის მულტიდისიპლინური და ინტერსციპლინური ხასიათის სტატიებს წარადგენენ, რომელიც მოიცავს აშშ-ს ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს. პროფესორების ნაშრომებთან ერთად წარმოდგენილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საუკეთესო სტუდენტების კვლევები.