IBSU გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შეუერთდა

20/11/2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შეუერთდა.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მისიაა მდგრადი მიდგომების სტიმულირებითა და ბიზნესის ჩართულობით პროგრესული მომავლის შექმნა; საქართველოში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.