IBSU-მ საფრანგეთის მენეჯმენტისა და კომუნიკაციის ინტერკულტურულ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

02/09/2025

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საფრანგეთის მენეჯმენტისა და კომუნიკაციის ინტერკულტურულ უნივერსიტეტთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

პარიზში მდებარე უნივერსიტეტი არის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სპეციალიზირებულია ისეთ სფეროებში, როგორიცაა მრავალენოვანი კომუნიკაცია, საერთაშორისო ბიზნესი, ციფრული მარკეტინგი, კულტურათშორისი მენეჯმენტი და ევროპული საკითხები.