საერთაშორისო ურთიერთობები
IBSU-მ ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორს უმასპინძლა
20/02/2025
Erasmus+-ის პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა პროფესორ ტომ შაალს, ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის დეკანს (WHZ).
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი შაალი შეხვდა IBSU-ს მედიცინის სკოლის წარმომადგენლებს და ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
ამასთან, პროფესორმა შაალმა ჩაატარა სამეცნიერო შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან თემაზე “ციფრული ტრანსფორმაცია გერმანიის ჯანდაცვის სისტემაში და დეზინფექციის ინოვაციური მეთოდები”.