ბიბლიოთეკის დებულება

  1. მთავარი
  2. /
  3. ბიბლიოთეკა
  4. /
  5. ბიბლიოთეკის დებულება
  1. ბიბლიოთეკის დებულება

აღნიშნული დებულება შემუშავდა „საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ , „საქარათველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკის ზოგადი სქემის“, და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო სტანდარტის გათალისწინებით.  აღნიშნულ დოკუმენტი განსაზღვრავს ბიბლიოთეკის ზოგად დებულებას, ბიბლიოთეკის ფუნქციებს და უფლებებს, რესურსების მართვის წესს, ფონდების მოვლა/ განვითარების შესახებ ინფორმაციას, ნორმატივებს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლებისთვის, ბიბლიოთეკის სტრუქტურული ერთეულებისს ფუნქცია მოვალეობებს, თანამშრომელთა თანამდებობნრივ მოვალეობებს. 

  1. ზოგადი დებულება

2.1 შავი ზღვის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა წარმოადგენს საგანმანათლებლო სტრუქტრურას, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა, მაგისტრთა, დოქტორანთა, ყველა კატეგორიის პროფესორ-მასწავლებელთა საჭიროებებს როგორც ბეჭდური, ასევე ციფრული რესურსებით. ბიბლიოთეკა უნივერსიტეტის დაარსების დღიდან (1995წ.) ფლობს ყველა საჭირო სასწავლო რესურს და გააჩნია 28 000 ერთეულამდე ბეჭდური და 2000 მდე ციფრული რესურსი.

2.2 ბიბლიოთეკა აღჭურვილია ყველა საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზით, რაც სასწავლო პროცეს მოქნილს და მოსახერხებელს ხდის.

2.3 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ფუნქციონირებს უნივერსიტეტის მიზნებსა და სახელმწიფო კანონმდებლობის ფარგლებში.

2.4 ბიბლიოთეკა მკითხველს ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის საიტისა (https://www.ibsu.edu.ge/library/)  და ფეისბუქ გვერდის (https://www.facebook.com/IBSU-Library-909482809159651) საშუალებით.

2.5 ბიბლიოთეკა ემსახურება  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ლექტორებს, აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს და ხელს უწყობს განვითარებაში.

2.6 ბიბლიოთეკის მიზნები

2.6 ბიბლიოთეკის მიზანია ხელი შეუხწყოს სასწავლო პროცესს განვითარებაში.

2.7 დანერგოს და განავითაროს კვლევის თანამედროვე მეთოდები.

2.8 გარდაქმანს ბიბლიოთეკის ტრადიციული გარემო თანამედროვე ციფრულ საინფორმაციო ცენტრად, სადაც სტუდენტებს, მკვლევარებს , ყველა დაინტერესებულ პირს საშულება ექნებათ გამოიყენონ ბიბლიოთეკის რესურსი მაქსიმალურად.

2.9 ბიბლიოთეკის მიზანია ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე საბიბლიოთეკო ასოციაციებთან თანამშრომლობა, რესურსების გაცვლა და მუდმივად სიახლეების ცენტრში ყოფნა.

2.10 ბიბლიოთეკის გრძელვადიანი მიზანია ახალი, საერთაშორისო სტანდარტების  საბიბლიოთეკო სივრცის შექმა, რომელიც სრულად აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზით.

  1. ბიბლიოთეკის ფუნქცია მოვალეობები

3.1  ბიბლიოთეკის ფონდში არსებული კოლექციების ორგანიზება, განთავსება, გამოქვეყნება.

3.2  შესაბამისი, ინოვაციური გარემოს შექმა სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.

3.3 კრიტიკულ პერიოდში ( გაუთვალისიწნებელი პოლიტიკურ-სოციალური, უბედური შემთხვევა, პანდემია და ა.შ)  უზრუნველყოს მკითხველები ადეკვატური სერვისებით.

3.4 ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესები მკითხველებს როგორც ფეისბუქით ასევე სიატის მეშვეობით გაცნობა.

3.5  საბიბლიოთეკო ასოციაციებსა და კოოპერატივებში, როგორც ქვეყნის შგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ  თანამშორმლობა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

3.6 ამორტიზირებული და სწავლისთვის გამოუსადეგარი ლიტერატურის აღრიცხავა და ჩამოწერა.

3.7 დაკარგული ან სწავლისთვის გამოუსადეგარი ლიტერატურის ჩანაცვლება შესაბამისი ერთეულით.

3.8 საჭირო სასწავლი მასალის გაციფრულება, სასწავლო მიზნებისათვის მხოლოდ შიდა მომხმარებლისთვის.

3.9 ლიტერატურის სწრაფი დამუშავება, რეინვენტარიზაცია, ელ.კატალოგში შეყვანა და მოსახერხებლად განთავსება.

3.10 ფონდის კლასიფიცირება საერთაშორისოდ აღიარებული დიუის კლასიფიკაციის მიხედვით.

3.11 ფონდების მუდმივი განახლება/გამდიდრება სასწავლო სილაბუსებთან თანხვედრისთვის.

3.12 სწავლისთვის შესაბამისი სამეცნიერო ჟურნალებისა და ბაზების შესყიდვა, საზოგადოებისთვის გაცნობა, ტრენინგების ჩატარება.

  1. ბიბლიოთეკის სტრუქტურა
  • ბიბლიოთეკას ყავს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, რომელიც ინიშნება რექტორის მიერ;
  • ბიბლიოთეკარი – კადრი რომელიც ვალდებულია საჭიროების შემხთვევაში გააკეთოს კატალოგიზაცია და იმუშოს მომსახურებაში.
  • ასისტენტი- ნახევარ განაკვეთზე მომუშავე სტუდენტი, რომელიც ნახევარი განაკვეთით მუშობს და სწავლობს საბიბლიოთეკო საქმეს.
  • ქსეროქსი/სკანერის განყოფილება- რომელიც ვალდებულია სასწავლო პროცესის გასამარტივებლად მოახდინოს რესურსების გაციფრულება ან გადამრავლება შესაბამისი წესის გათალისიწნებით.
  1. ბიბლიოთეკის ბიუჯეტი
  • ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში წარუგენს უნივერსიტეტის რექტორსა და მმართელ გუნდს საჭირო ბიუჯეტს მომდევნო სასწავლო წლისთვის.
  • ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი ბიუჯეტს აზუსტებს და ამტკიცებს ზემდგომი ორგანოები.