სამეცნიერო ბაზები

  1. მთავარი
  2. /
  3. ბიბლიოთეკის შესახებ
  4. /
  5. სამეცნიერო ბაზები

ბიბლიოთეკის მიერ ხელმისაწვდომი ელექტრონული ბაზები მოიცავს მრავალრიცხოვან სამეცნიერო-კვლევით ჟურნალს სხვადასხვა დარგში.
აღსანიშნავია, რომ ამ ჟურნალების უმეტესობას მინიჭებული აქვს Thomson Reuters-ის (Clarivate Analytics) და Scopus-ის ციტირების ინდექსი, რაც უზრუნველყოფს მათ მაღალ აკადემიურ ხარისხსა და საერთაშორისო სანდოობას.

საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე წვდომა : საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებზე წვდომა შესაძლებელია უნივერსიტეტის ქსელიდან ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე.

თუ გსურთ წვდომა უნივერსიტეტს მიღმა (დისტანციურად), გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ბიბლიოთეკის ელექტრონულ მისამართზე: library@ibsu.edu.ge ჩვენ მოგაწვდით საჭირო ინსტრუქციებს წვდომის გასააქტიურებლად.

ჩვენი ბიბლიოთეკა გთავაზობთ წვდომას ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო პლატფორმაზე — EBSCO-ს საერთაშორისო მონაცემთა ბაზებზე, რომლებიც აერთიანებს: 13 საერთაშორისო მონაცემთა ბაზას, 11,000-ზე მეტ დასახელებას სამეცნიერო და ბიზნესის მიმართულებით, აშშის ყველაზე გავლენიანი გაზეთების სრულ სტატიებს, 100,000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნს, რომლებიც მოიცავს მრავალ სფეროს — ჰუმანიტარულიდან ტექნიკურ მეცნიერებამდე.

ScienceDirect® – არის საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმა, რომელსაც განკარგავს წამყვანი აკადემიური გამომცემლობა Elsevier. იგი გთავაზობთ ელექტრონულ წვდომას 18 მილიონზე მეტ სამეცნიერო მასალაზე, რომლებიც მოიცავს 4000-ზე მეტ რეცენზირებულ ჟურნალს და 30,000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნს. პლატფორმაზე წარმოდგენილი შინაარსი დაყოფილია ოთხ ძირითად მიმართულებად: ზუსტი მეცნიერებები და ინჟინერია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, მედიცინა და ჯანდაცვა. მომხმარებლებს საშუალება აქვთ წვდომა მიიღონ სტატიის სრულ ტექსტზე როგორც PDF, ასევე HTML ფორმატში.

ScienceDirect წარმოადგენს სანდო და მაღალხარისხიან რესურსს სწავლების, კვლევისა და პროფესიული განვითარების მიზნით.

Scopus – წარმოადგენს მრავალფუნქციურ სამეცნიერო რესურსს, რომელიც აერთიანებს ბიბლიოგრაფიულ ინფორმაციას, სტატიების ანოტაციებსა (აბსტრაქტებს) და ციტირების მაჩვენებლებს 1995 წლიდან დღემდე. ბაზა მოიცავს: 21,000-ზე მეტ სამეცნიერო ჟურნალს, 5000-ზე მეტი საერთაშორისო გამომცემლობისგან, ჯამში 50 მილიონზე მეტ სამეცნიერო ჩანაწერს. ეს რესურსი გთავაზობთ ფართო და სანდო მასალას სხვადასხვა დისციპლინაში კვლევისთვის, ანალიზისა და აკადემიური საქმიანობისთვის.

Funding Institutional – წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას მსოფლიოს მასშტაბით არსებული სამეცნიერო გრანტებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მოიძიოს საგრანტო პროექტები საკუთარი კვლევითი სფეროს შესაბამისად და მიიღოს დეტალური ინფორმაცია როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო დაფინანსების წყაროებზე. პლატფორმა უზრუნველყოფს წვდომას: 4,300-ზე მეტ სამთავრობო და კერძო ფონდზე, რომელთა საერთო ღირებულება აღემატება 98 მილიარდ აშშ დოლარს. ეს არის რესურსი მკვლევრებისთვის, უნივერსიტეტებისთვის და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეცნიერების განვითარებითა და დაფინანსების მოპოვებით.

Cambridge Journals Online – წარმოადგენს ელექტრონულ მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ რეცენზირებულ ჟურნალებს 1997 წლიდან დღემდე. პლატფორმა აერთიანებს მაღალხარისხიან სამეცნიერო შინაარსს მეცნიერების ყველა ძირითად სფეროში, მათ შორის: სამართალი, ბიოლოგია, ანთროპოლოგია, არქეოლოგია, ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა, მენეჯმენტი, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, ხელოვნება, მასმედია, კომუნიკაცია და სხვა. მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია: 1.8 მილიონზე მეტი სამეცნიერო სტატია, ჟურნალები, რომელთაგან მრავალი შეტანილია Thomson Reuters-ის (Clarivate Analytics) ციტირების ინდექსში. არნიშნული პლატფორმა წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს აკადემიური სწავლებისა და კვლევისთვის.

e-Duke Journals Scholarly Collection – აერთიანებს გამორჩეულ აკადემიურ ჟურნალებს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგში. კოლექცია მოიცავს ჟურნალებს შემდეგ მიმართულებებში: პოლიტიკა, სამეცნიერო კვლევები, ხელოვნების ისტორია, კულტუროლოგია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, გენდერული კვლევები, საერთაშორისო ურთიერთობები, რეგიონული და რელიგიური კვლევები, სოციოლოგიის თეორია, აფრიკული და აზიური კვლევები, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა. მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილია Scopus-ში ინდექსირებული ჟურნალები, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი ციტირების მაჩვენებლები, რაც მიანიშნებს მათ აკადემიურ ხარისხსა და სანდოობაზე. აქ თავმოყრილი კოლექცია წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური წრეებისთვის, რომელთაც სჭირდებათ სიღრმისეული ანალიზი თანამედროვე ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხებზე.

Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books – წარმოადგენს ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც მოიცავს ჟურნალებსა და წიგნებს ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებებში. ჟურნალები ფარავს ისეთ დარგებს, როგორიცაა: ჰუმანიტარული მეცნიერებები, ეკონომიკა და განვითარების კვლევები ელექტრონული წიგნები მოიცავს თანამედროვე კვლევებს შემდეგ თემატიკაზე: საჯარო და სოციალური მმართველობა, კორპორაციული მართვა, მიგრაცია, ბიზნესი და მენეჯმენტი, ინფრასტრუქტურის განვითარება, ინტელექტუალური საკუთრების კვლევები. წარმოდგენილია 1300-ზე მეტი წიგნი და 20-მდე სახელწოდების ჟურნალი. ეს რესურსი მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტებისთვისა და მკვლევრებისთვის, რომლებიც მუშაობენ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაზე.

European Respiratory Journal  – კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის მიმართულება – წარმოდგებილია სტატიები ბიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, იმუნოლოგიური, ონკოლოგიური და სხვ. მიმართულებებით. ამ ეტაპზე ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 33.8 შეადგენს და ის ევროპის რესპირატორულ საზოგადოებას ეკუთვნის.

IMechE Journals – წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, რომელიც აერთიანებს SAGE-ის პლატფორმაზე განთავსებულ ჟურნალებს, გამოქვეყნებულს Mechanical Engineers-ის ინსტიტუტის (IMechE) მიერ. ჟურნალები ფარავს სხვადასხვა საინჟინრო მიმართულებებს, მათ შორის: მექანიკური ინჟინერია, აეროკოსმოსური ინჟინერია, საზღვაო ინჟინერია, ნანოინჟინერია, ბიომედიცინისა და სამედიცინო ინჟინერია, მანქანათმშენებლობა და სხვა ტექნოლოგიური დარგები. მონაცემთა ბაზა მოიცავს დაახლოებით 20-მდე რეფერირებად ჟურნალს, რომლებიც წარმოადგენს მაღალი ხარისხის კვლევისა და ტექნოლოგიური ინოვაციების სანდო წყაროს.

Mathematical Sciences Publishers Journals – მოიცავს 17 რეფერირებად ჟურნალს მათემატიკისა და მისი მომიჯნავე დისციპლინების მიმართულებით. ძირითადი სფეროებია: სტატისტიკა, ანალიტიკა, ალგებრა, გეომეტრია, მექანიკა, ინჟინერია და სხვ.

Openedition Journals – წარმოადგენს ძირითადად ფრანგულენოვანი ჟურნალების ბაზას ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. აბსტრაქტები მოცემულია სხვადასხვა ევროპულ ენებზე.

Royal Society Journals Collection – მოიცავს ჟურნალებს ბიოლოგიური მეცნიერებების, ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიისა და მათი მომიჯნავე დისციპლინების შესახებ.

SAGE Premier – წარმოდგენილია სამეცნიერო, მაღალრეიტინგული ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა, ბიოლოგიურ, სამედიცინო და საინჟინრო ტექნოლოგიური სფეროებიდან. მოცემულია 1200-ზე მეტი დასახელების, სხვადასხვა წლების გამოცემული ნომრები.

ACM Digital Library – კომპიუტერულ მეცნიერებათა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ყოვლისმომცველი ელექტრონული ბაზაა. ეს პლატფორმა გთავაზობთ მაღალი ხარისხის აკადემიურ რესურსებს, მათ შორის: საერთაშორისო კონფერენციების მასალებს, სამეცნიერო ჟურნალებსა და სტატიებს, სპეციალიზებულ ვებსაიტებსა და მულტიმედიურ ფაილებს, ციტირებად ნაშრომებს, კომპიუტერული ლიტერატურის გზამკვლევებს. მთავარი თემატური მიმართულებები მოიცავს: საინფორმაციო ტექნოლოგიებს, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას, მონაცემთა ანალიტიკას, ხელოვნურ ინტელექტს, კიბერუსაფრთხოებას და სხვა მიმდინარე და პერსპექტიულ სფეროებს. პლატფორმა უზრუნველყოფს წვდომას უახლეს კვლევებზე და მხარს უჭერს აკადემიური ცოდნის განვითარებას.

HeinOnline Core – წამყვანი ციფრული რესურსი იურიდიული მეცნიერებების მიმართულებით, რომელიც განკუთვნილია იურისტებისთვის, აკადემიური მკვლევრებისთვის, სტუდენტებისა და სამართლის სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მომხმარებლისთვის. პლატფორმა მოიცავს 100 მილიონზე მეტ რესურსს, რაც იძლევა წვდომას სამართლის ისტორიული და თანამედროვე დოკუმენტაციის ფართო სპექტრზე. HeinOnline Core-ი გამოირჩევა მაღალი სანდოობითა და წყაროების სიღრმით. ბაზა ასევე წარმოადგენს შეუცვლელ რესურსს სამართლის კვლევისა და სწავლისთვის, უზრუნველყოფს ფართო სპექტრის ისტორიულ და სამართლებრივ მასალებზე წვდომას ერთიანი პლატფორმიდან.

სამეცნიერო ბაზა მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან კოლექციებს:

⦁ Legal Classics Library
⦁ History of International Law Collection
⦁ United States Supreme Court Library
⦁ English Reports (full reprint)
⦁ United States Statutes at Large
⦁ United States Code
⦁ World Constitutions Illustrated

 

სამეცნიერო ბაზებზე უნივერსიტეტს მიღმა წვდომის ინსტრუქცია

სასარგებლო ბმულები

ელექტრონული ბიბლიოთეკები:

 

ლექსიკონები და ცნობარები: