1. სარგებლობის წესები
საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობისას მკითხველებმა უნდა დაიცვან ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები, ხელი არ შეუშალონ სხვა მკითხველებს და არ შეაფერხონ ბიბლიოთეკის ნორმალური ფუნქციონირება.
► სამკითხველო დარბაზში შესვლამდე უხმო რეჟიმზე გადაიყვანოს მობილური ტელეფონი და სხვა მოწყობილობები;
► არ შეიტანოს სამკითხველო დარბაზში საკვები პროდუქტები, გარდა სასმელი წყლისა;
► არ გამოიწვიოს ხმაური სამკითხველო დარბაზში;
► საბიბლიოთეკო რესურსების (გარდა ელექტრონული რესურსებისა) გამოიყენებისათვის მიმართოს ბიბლიოთეკის მომსახურე პერსონალს;
► დისკუსიებისათვის გამოიყენოს ჯგუფური მუშაობის სივრცე;
► სამკითხველო დარბაზის დატოვების შემდეგ არ დატოვოს პირადი ნივთები ბიბლიოთეკაში. ბიბლოთეკის პერსონალი პასუხს არ აგებს პირადი ნივთების დაკარგვის შემთხვევაში;
► წიგნის დაბრუნებისას მიმართოს ბიბლიოთეკის მომსახურე პერსონალს, დაუშვებელია წიგნის თვითნებურად თაროზე დაბრუნება;
► ბიბლიოთეკარის დახმარებით ისარგებლოს პრინტერითა და სკანერით არაუმეტეს 3 (სამი) გვერდისა დღის მანძილზე.
2. წიგნის დაჯავშნა/გატანა
სასურველი წიგნის დაჯავშნა და გატანა შესაძლებელია როგორც პირადად, ისე ელექტრონულად:
მოგვმართეთ ადგილზე და ბიბლიოთეკარი მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას:
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ წიგნის ელექტრონული დაჯავშნისა და შეკვეთის სერვისით.
ამისათვის გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მოთხოვნა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: library@ibsu.edu.ge
თუ არ გაქვთ ზუსტი ინფორმაცია ავტორის ან წიგნის დასახელების შესახებ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგით, სადაც შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის საჭირო ლიტერატურა.
3. ბიბლიოთეკათშორისი სერვისი
იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიერ მოთხოვნილი ლიტერატურა არ აღმოჩნდება ბიბლიოთეკის ფონდში, შეგიძლიათ ისარგებლოთ ბიბლიოთეკათშორისი სერვისით. რაც გულისხმობს პარტნიორი ბიბლიოთეკებიდან წიგნების მოტანას და ჩვენს ბიბლიოთეკაში განთავსებას 1 კვირის მანძილზე ადგილზე სარგებლობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ლიტერატურა როგორიცაა რარიტეტი, 1 ეგზემპლარი ხელმისაწვდომი არ იქნება აღნიშნული სერვისისთვის. ყველა სხვა შემთხვევაში თქვენს მიერ მოთხოვნილი ლიტერატურა იქნება ხელმისაწვდომი. ბიბლიოთეკათშორისი სერვისით საგრებლობისთვის გთხოვთ, მოთხოვნა გამოგვიგზავნოთ ბიბლიოთეკის ელექტრონულ მისამართზე library@ibsu.edu.ge , დასახელებაში მიუთითეთ „ბიბლიოთეკათშორისი სერვისი“
4. შეეკითხე ბიბლიოთეკარს
ბიბლიოთეკის შესახებ ნებისმიერი კითხვით, ეს შეეხება რესურსების გამოყენებას, წიგნის ვადის გადავადებას, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებით სარგებლობას, შეგიძლიათ მოგვწეროთ ბიბლიოთეკის ელექტრონულ ფოსტაზე library@ibsu.edu.ge, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, მიიღებთ უკუკავშირს და მოთხოვნის შემთხვევაში დაინიშნება შეხვედრა ბიბლიოთეკართან.
5. ჯგუფური მუშაობის ოთახის დაჯავშნა
ჯგუფური მუშაობის ოთახის გამოყენება შესაძლებელია, წინასწარი დაჯავშნის საფუძველზე.
ოთახის დაჯავშნა, ერთდროულად, შეუძლია 2 ჯგუფს. ჯგუფში დაშვებულია მაქს. ექვსი წევრი.
დაჯავშნისთვის გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე library@ibsu.edu.ge