სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. “მედია ფარული მიყურადების მასალებში” –...
  • 29/09/2021

“მედია ფარული მიყურადების მასალებში” – იბსუ-ს ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იბსუ-ს ჟურნალისტიკის პროგრამის ორგანიზებით, 28 სექტემბერს, საჯარო ლექცია – “მედია ფარული მიყურადების მასალებში” ჩატარდა. ლექცია არასამთავრობო ორგანიზაციის “მედიის უფლებები” დამფუძნებელმა,“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” კოორდინატორმა, იბსუ-ს მოწვეულმა ლექტორმა ნათია კაპანაძემ ჩაატარა.

ნათია კაპანაძემ მსმენელებს გააცნო სამართლებრივი საკითხები, რომლითაც ფარული მიყურადება რეგულირდება, ასევე, ისაუბრა მედიისა და მოქალაქის თავისუფლების მნიშვნელობაზე. პრობლემებზე, რომლებსაც იწვევს ფარული მიყურადება და ხელს უშლის პროფესიულ საქმიანობებს, მათ შორის, ჟურნალისტურ საქმიანობას. ნათია კაპანაძემ ასევე ისაუბრა პრობლემების სამართლებრივად მოგვარების გზებზე.

“ცხადია, ჩვენი საქმიანობა, ჟურნალისტიკა არის ერთ-ერთი  რთული და საშიში პროფესია მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი დარღვევა, რაც უკავშირდება ჟურნალისტური საქმიანობის უკანონო შეზღუდვას ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც ამას ზღუდავს, ამასთანავე ზღუდავს სხვა ადამიანების შესაძლებლობასაც მიიღონ ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ იურისტები და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები მონახავენ სათანადო არგუმენტებს იმისთვის, რომ  დაიცვათ საკუთარი უსაფრთხოება,  პირადი და საქმიანი ურთიერთობები.“-  განაცხადა მედია სამართლის სპეციალისტმა ნათია კაპანაძემ.

28 სექტემბერს ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება.