2017 წლის 25 ნოემბერს „მედიაკლუბის“ მოწვევით ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეხვდენენ ტელეკომპანია Food TV Geo-ს დამფუძნებელს , კულინარსა და კულინარიის ჟურნალისტს, ტელე წამყვანს, წიგნ „ახალი ქართული კერძები“ ავტორს ნათია მონტგომერის. იგი სტუდენტებს ესაუბრა თემაზე „კულინარიული ჟურნალისტიკა – ღია კარი მსოფლიოში“. ლექციაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა – კერძების და საკვების ფუნქცია სახალხო დიპლომატიაში. საკვებთან დაკავშირებული ტრადიციების, კულტურული თავისებურებების წარმოჩინება მედიის საშუალებით. ჟურნალისტიკის ახალი მომართულება — Food ჟურნალიზმი, Food ბლოგერი, კულინარიული მწერალი, კულინარიული გადაცემის ტელე წამყვანი და ტრენერი; როგორ გადავაქციოთ ჩვენი ჰობი რეალურ, ფინანსური შემოსავლის წყაროდ.