სიახლეები
- 18/11/2021
GITA – სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მოიცავს საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა ტიპის კონკურსების ერთობლივ ორგანიზებას. ასევე უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე არსებული სამართლის კლინიკა, შესაბამისი მომართვის არსებობის შემთხვევაში, გაუწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციას GITA – ს სტარტაპებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა საკორპორაციო სამართალი, შრომის სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი და სხვა. საჭიროების შემთხვევაში, მხარეები უზრუნველყოფენ თბილისის ან/და რეგიონალურ ტექნოლოგიურ პარკებსა და ინოვაციების ცენტრებში, სამართლის კლინიკის კონსულტაციების ციკლსა და საინფორმაციო შეხვედრებს.