სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების...
  4. /
  5. საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების და...
  • 11/10/2017

საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებთან

10 ოქტომბერს საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორმა ივანნა მაჩიტიძემ პირველკურსელ მაგისტრანტებთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასწავლო პროცესის სპეციფიკას, პროგრამის კურიკულუმს, სალექციო და საგამოცდო პროცედურებს, გაცვლით პროგრამებსა და სხვა დეტალებს. სტუდენტებს ასევე საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საჭირო ტექნიკურ საკითხებს, ელექტრონულ ბაზებს და მათთვის დაგეგმილ კვლევით პროექტებს.