სიახლეები
- მთავარი
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- /
- საორიენტაციო შეხვედრა პირველკურსელებთან
- 23/09/2019
საორიენტაციო შეხვედრა პირველკურსელებთან
2019 წლის 17 სექტემბერს, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა პირველკურსელებთან. ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა მათ გააცნეს სასწავლო პროცესის ძირითადი კომპონენტები და რეგულაციები. ასევე სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის შინაგანაწესის, შეფასების სისტემის შესახებ. მათ აუხსნეს საგამოცდო პროცესის არსი, სტუდენტური ბაზისა და ელექტრონული პორტალის მოხმარების წესები. ასევე, სტუდენტები ინფორმირებულნი გახდნენ თავიანთი და ლექტორის უფლებების შესახებ. გაიგეს ის ძირითადი წესები, რაც მათ დაეხმარებათ წარმართონ სასწავლო პროცესი უნივერსიტეტის რეგულაციების თანახმად.