- 526
- 0
IBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის ორგანიზებით უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 30-მდე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეხვდნენ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს და გაეცნენ ბაზარზე არსებულ ვაკანსიებს და სტაჟირების პროგრამებს. დასაქმების ფორუმი მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კომპანიების შეხვედრას, მიმდინარე ვაკანსიების და სტაჟირებების გაცნობასა და კარიერული ზრდის ხელშეწყობას.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა განათლების მე-13 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. IBSU-ს მარკეტერებმა მომავალ სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს უნივერსიტეტში მოქმედი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, პროექტების, გაცვლითი პროგრამებისა და მრავალფეროვანი გრანტების შესახებ. პოზიტიური განწყობის შექმნაზე კი იზრუნა უნივერსიტეტის მხიარულმა მასკოტმა.
Light Life Academy-ის დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ტარიელაშვილმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ვორქშოპი ჩაატარა თემაზე “გადაწყვეტილების მიღება.” ტრენერმა ვრცლად ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებზე, აინშტაინის პრაქტიკასა და გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალმა მფლობელებმა, კახა შენგელიამ და გია კავთელიშვილმა სტუდენტებთან პირველი შეხვედრა გამართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ინტერაქტიურ შეხვედრაზე ახალმა მფლობელებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ IBSU კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება.
IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ამერიკისმცოდნეობის პროგრამების ხელმძღვანელი, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი როტერდამში საერთაშორისო განათლების ევროპის ასოციაციის კონფერენციას დაესწრო. თამარ შიოშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის ბრიტანიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სტუდენტთა გაცვლაზე ორიენტირებულ თანამშრომლობის მემორანდუმის განახლებასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტებმა მემორანდუმს ხელი 2019 წელს მოაწერეს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ განხორციელდა.