- 120
- 0
IBSU-ს სამართლის სტუდენტები, მანჩო გაჩეჩილაძე და ბაჩო დეკანოია “ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის 2023-ის” გამარჯვებულები არიან! იმიტირებულ პროცესში 12 გუნდი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. წერილობით ეტაპი 8 გუნდმა გადალახა, ხოლო ფინალში 3 გადავიდა. ფინალში მსაჯები იყვნენ იურისტები: თამარ ხუბულური, ანა ხურციძე და ირაკლი კორძაია. გამარჯვებულ გუნდს გადაეცათ თასი, ფულადი და სიმბოლური საჩუქრები.
IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი მზიკო კვინიკაძე Erasmus Plus-ის ფარგლებში ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში ათდღიან ტრენინგს დაესწრო თემაზე “What Is Youth Research.” “ეს ჩემი რიგით მეხუთე ერაზმუს პლუსის გაცვლითი პროგრამა იყო, რომლის ფარგლებში ტრენერებმა გაგვაცნეს კვლევის ტიპები, საკვლევი თემის და სამიზნე აუდიტორიის შერჩევის კრიტერიუმები, გაგვიზიარეს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. სხვადასხვა ქვეყნის
საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მესამე კურსის სტუდენტების, ნონა ქიმერიძისა და ელენე მაისურაძის ორგანიზებით, IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “კორუფციასთან დაკავშირებული გამოწვევები საჯარო სექტორში,” რომელსაც უძღვებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის წარმომადგენელი სანდრო ქევხიშვილი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) რიგით მე-11 კულტურის ფესტივალს უმასპინძლა, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტების კულტურული სტენდები იყო წარმოდგენილი. ვრცლად: www.interpressnews.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა რიგით მე-11 კულტურის ფესტივალს უმასპინძლა, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტების კულტურული სტენდები. ნაციონალურ ტანისამოსში გამოწყობილმა სტუდენტებმა შეასრულეს ტრადიციული ცეკვები და მუსიკალური ნომრები, ასევე, სხვა სტუდენტებს გააცნეს ნაციონალური კერძები. ღონისძიებაზე მოეწყო სპეციალური საქველმოქმედო სტენდიც. სტუდენტების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება. IBSU-ში დღეისთვის 30-მდე სხვადასხვა ქვეყნის
IBSU-ს სტუდენტური თვითმმართველობის სამართლის სკოლის დელეგატის, ვერიკო სირიასა და სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, IBSU-ში ჩატარდა პროექტი „რთული შემთხვევები სამართალში,“ რომელშიც ხუთმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. პროექტში გაიმარჯვა თინათინ ქიმბარიშვილისა და გვანცა ძოწენიძის გუნდმა, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები, ბრენდირებული საჩუქრები, ფრიდრიხ ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის წიგნები და კავეას ბილეთები. სერტიფიკატი ასევე გადაეცა პროექტის ყველა მონაწილეს.