- 134
- 0
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობის პოტენციური სფეროების განსახილველად. IBSU-ს წარმომადგენლები შეხვდნენ Erasmus+ ინსტიტუციურ კოორდინატორს რეენა შლიფაკეს და კონტრაქტების მართვის მენეჯერს იულიან ცეპელს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის Cinema Paradiso – Movie Club-ის ორგანიზებით ჩატარდა შემეცნებითი თამაში Movie Trivia. თამაშში მონაწილეობდნენ სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ფულადი პრიზი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა HR კონსულტანტთან თემაზე – “როგორ შევქმნათ ეფექტური რეზიუმე–შენ ხარ ბრენდი.” კარიერის სერტიფიცირებულმა კონსულტანტმა სალომე ერაგიამ IBSU-ს სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია რეზიუმის შექმნის, ფორმატირებისა და პროფესიული დიზაინის შესახებ; ასევე, უნარების სწორად მითითება, LinkedIn-ს ოპტიმიზაცია და რეზიუმესთან დაკავშირებული სხვა დეტალები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით IBSU-ს საბიბლიოთეკო სივრცეში გაიმართა საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ირინე იმერლიშვილისა და ეკატერინე გასიტაშვილის საჯარო ლექცია თემაზე „სასამართლო ხელისუფლება საქართველოში (განსხვავება საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებს შორის)“. სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, აფილირებულმა პროფესორმა ირაკლი შამათავამ. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილე პროფესორებსა და სტუდენტებს და აღნიშნა, რომ საჯარო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) და უელვას უნივერსიტეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი შესაძლებლობების განვითარებას. მემორანდუმი მოიაზრებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და კონფერენციებსა და კულტურულ და სამეცნიერო თანამშრომლობას. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი აკადემიური გარემოს შექმნას, რაც მათ საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში დაეხმარება.