• IBSU-ს და სტარტაპ Helio AI-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    IBSU-ს და სტარტაპ Helio AI-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს და სტარტაპ Helio AI-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. Helio AI არის პირველი ციფრული AI რეკრუტინგის პლატფორმა, რომელიც  აერთიანებს აპლიკანტების მართვის სისტემას (ATS), ადგილობრივ ენაზე მორგებულ AI-ს და გეიმიფიცირებულ (Gamified) პიროვნების ტესტს. Helio-მ უკვე მოიზიდა 1,000,000 ლარამდე ინვესტიცია. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინოვაციების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის გაძლიერებას საუნივერსიტეტო სივრცეში.

  • #ExchangeStudent: თამარ უმეკაშვილი | ევროპის ბიზნეს სკოლა

    #ExchangeStudent: თამარ უმეკაშვილი | ევროპის ბიზნეს სკოლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი თამარ უმეკაშვილი Erasmus+ პროექტის ფარგლებში ერთ სემესტრს პორტუგალიაში, ევროპის ბიზნეს სკოლაში ატარებს. “პორტოში, ევროპის ბიზნეს სკოლაში (ISAG) ვსწავლობ მენეჯმენტს. როგორც IBSU-ს ეკონომიკის სტუდენტი, აღნიშნულმა გაცვლითმა პროგრამამ ახალი აკადემიური პერსპექტივები დამანახა. Erasmus+-მა საშუალება მომცა გამეცნო შთამაგონებელი ადამიანები და მესწავლა ინოვაციური მიდგომები. IBSU-ს წვლილი აკადემიური მომზადების კუთხით გადამწყვეტი იყო. საერთაშორისო

  • პანელური დისკუსია – Startup Future: From Zero to Hero

    პანელური დისკუსია – Startup Future: From Zero to Hero

    IBSU-ს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა წარმატებით უმასპინძლა პანელურ დისკუსიას “Startup Future: From Zero to Hero”, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეხვდნენ სტარტაპ სფეროს წამყვან ლიდერებს. სპიკერები: იაკო ჯიქია – სტარტაპ Helio AI-ს დამფუძნებელი და CEO მედეა ჯანჯღავა – Future Laboratory-ის მმართველი დირექტორი ნიკა ნათენაძე – ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია: სტარტაპის შექმნა

  • შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის შედეგები

    შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის შედეგები

    ცნობილი გახდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადებული პირველი შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის შედეგები. შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი გრანტების მიზანია უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარება და პროდუქტიულობის გაზრდა, აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა მკვლევარების სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება, წახალისება და მხარდაჭერა. სამეცნიერო-კვლევითი პროექტების საგრანტო განაცხადების შემოტანა შესაძლებელი იყო ღია წესით გამოცხადებულ კონკურსზე, რომელიც იმართება წელიწადში ორჯერ. კონკურსის ფარგლებში შემოვიდა არაერთი საპროექტო განაცხადი,

  • IBSU-ში მოსწავლეებისთვის დებატების ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტური გაიმართა

    IBSU-ში მოსწავლეებისთვის დებატების ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტური გაიმართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოსწავლეებისთვის დებატების ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტური გამართა. მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს დებატებთან დაკავშირებული თეორიული საკითხები, ითამაშეს საცდელი რაუნდი და ჩაერთნენ საკონკურსო ნაწილში, რომელიც მოიცავდა ორ სადებატო რაუნდს. უფასო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა განივითარეს კრიტიკული და სხარტი აზროვნება, აქტიური მოსმენის უნარი, შეისწავლეს არგუმენტის სწორად ფორმირება, მისი მაგალითებით გამყარება და ჯანსაღი

  • საინფორმაციო სესია გაცვლითი მობილობის შესახებ

    საინფორმაციო სესია გაცვლითი მობილობის შესახებ

    საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა გაცვლითი მობილობის პროცესის შესახებ საინფორმაციო სესიას უმასპინძლა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ინფორმაცია გაცვლით პროგრამებზე, საზაფხულო სკოლებზე, პარტნიორ უნივერსიტეტებზე და გაცვლითი მობილობის პროცესის შესახებ, ხოლო სტუდენტებმა, რომლებიც გაცვლითზე იმყოფებოდნენ, აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES