- 77
- 0
IBSU-ს პროექტის „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ საგაზაფხულო სეზონი დღეს საზეიმოდ დაიხურა. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის მიერ ინიცირებული პროექტის მონაწილეები, ტრენერები და ასისტენტები სერტიფიკატებითა და ბრენდული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ერთთვიანი უფასო პროექტის ფარგლებში, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებმა IBSU-ში შეისწავლეს არქიტექტურის პროფესიის საფუძვლები და დიზაინის საფეხურები კონცეფციიდან რეალიზაციამდე.
IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტების ორგანიზებით, საგნის “პროექტის მართვა” ფარგლებში გაიმართა პროგრამის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა, სადაც მათ სტუდენტებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და რეკომენდაციები.
ბიზნესის სკოლის ფინანსების პროგრამის ორგანიზებით, IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “ფინანსური სტაბილურობა და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები,” რომელსაც უძღვებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსი, ალექსანდრე ერგეშიძე. ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა ეროვნული ბანკის საქმიანობის, ფუნქციებისა და მიზნების შესახებ; როგორ აანალიზებს ეროვნული ბანკი ფინანსური სფეროს და საბანკო სექტორის სტაბილურობას და რა ინსტრუმენტებს იყენებს ამ

IBSU-ს პირველკურსელთა ნაწილი საქართველოს პარლამენტს ეწვია. სტუდენტებმა მოინახულეს პარლამენტის სასახლე, პარლამენტის სხდომათა დარბაზი და ქართული პარლამენტის მუზეუმი, გაეცნენ პარლამენტის მუშაობის ფორმებსა და წესებს. ვიზიტის ორგანიზატორი იყო სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ასოცირებული პროფესორი, ბ-ნი ზურაბ ჯიბღაშვილი.
საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მესამე კურსის სტუდენტების, ნონა ქიმერიძისა და ელენე მაისურაძის ორგანიზებით, IBSU-ში გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის წარმომადგენლებთან. თეონა ტურაშვილმა და გოგა თუშარაშვილმა ჩაატარეს ლექცია თემაზე “საჯარო სექტორის ღიაობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.”