• IBSU-ს უნგრელი და პოლონელი ლექტორები ეწვივნენ

    Erasmus + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს ეწვია უნგრეთის ოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის დოქტორი, არვა ვალერია და კრაკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტის ლექტორი, რენატა ვინკლერი. უცხოელი სტუმრები შეხვდნენ IBSU-ს რექტორს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის, ბიზნესის სკოლისა და  განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში, არვა ვალერიამ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე „ლიტერატურის გამოყენება ინგლისური ენის სწავლების დაწყებით საფეხურზე,” ხოლო რენატა ვინკლერმა წაიკითხა ლექცია თემაზე “გუნდის

  • საჯარო ლექცია – HR შესაძლებლობები – შენი პოტენციალის რეალიზება საჯარო სექტორში

    საჯარო ლექცია – HR შესაძლებლობები – შენი პოტენციალის რეალიზება საჯარო სექტორში

    IBSU-მ უმასპინძლა საჯარო ლექციას, თემაზე “HR შესაძლებლობები – შენი პოტენციალის რეალიზება საჯარო სექტორში,” რომელსაც უძღვებოდნენ ნანა ყუფუნია, HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, Mega Consulting-ის დამფუძნებელი, IBSU-ს მოწვეული ლექტორი და მარიამ ნოზაძე, HR მიმართულების ხელმძღვანელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. ლექცია გაიმართა საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა ჯგუფის ინიციატივით, პროექტის “სტაჟირების ხელშეწყობა”  ფარგლებში.  

  • IBSU-ს თვითმმართველობამ სტუდენტებს პიკნიკზე უმასპინძლა

    IBSU-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ, ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ბიზნესის სკოლის სტუდენტებს მამკოდაში პიკნიკზე უმასპინძლა. მომდევნო კვირების განმავლობაში, IBSU-ს დანარჩენი სკოლის სტუდენტებისთვისაც მოეწყობა მსგავსი პიკნიკები.

  • საჯარო ლექცია – “გახდი Front-End Developer”

    Devexperts-ის ტრენერმა და Front-End Developer-მა, ოლეგ ჩერვონცევმა IBSU-ში ჩაატარა ლექცია თემაზე “გახდი Front-End Developer: უნარები, ტრენდები, და გზა კარიერისკენ.” ტრენერმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დინამიური სფეროს თავისებურებები.

  • IBSU-ს სტუდენტები საქალაქო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ

    IBSU-ს სამართლის მესამე კურსის სტუდენტები, სისხლის საპროცესო სამართლის სალექციო კურსის ფარგლებში, პროფესორ ბესიკ მეურმიშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, პირადად შეხვედროდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეს, რომელმაც სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. სასამართლოში ვიზიტი სასწავლო კურსში პრაქტიკული ელემენტების დანერგვას ემსახურება.

  • საჯარო ლექცია – Flow & Dream Job ანუ როგორ ვიპოვოთ მუღამიანი სამსახური

    IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, პროექტის “სტაჟირების ხელშეწყობა” ფარგლებში, IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “Flow & Dream Job ანუ როგორ ვიპოვოთ მუღამიანი სამსახური.” საჯარო ლექციას უძღვებოდნენ ლიკა ნოზაძე, მენეჯმენტის კონსულტანტი და ფსიქოთერაპევტი, Talent Flow-ს დამფუძნებელი, და ნანა ყუფუნია, HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, Mega Consulting-ის დამფუძნებელი, და IBSU-ს მოწვეული ლექტორი.  

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES