- 134
- 0
IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, პროექტის “სტაჟირების ხელშეწყობა” ფარგლებში, IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “Flow & Dream Job ანუ როგორ ვიპოვოთ მუღამიანი სამსახური.” საჯარო ლექციას უძღვებოდნენ ლიკა ნოზაძე, მენეჯმენტის კონსულტანტი და ფსიქოთერაპევტი, Talent Flow-ს დამფუძნებელი, და ნანა ყუფუნია, HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, Mega Consulting-ის დამფუძნებელი, და IBSU-ს მოწვეული ლექტორი.
სისხლის ცენტრისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, IBSU-ში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მეორედ ჩატარდა, რომელშიც უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები ჩაერთნენ. აქციის ფარგლებში გაღებული სისხლი საქართველოს მასშტაბით 20-მდე ჰოსპიტალს გადაეცემა. სისხლის ცენტრი და IBSU მადლობას უხდის თანამშრომლებსა და სტუდენტებს აქციაში აქტიური ჩართულობისთვის.
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ჩართულობით IBSU-ში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის იმიტირებული პროცესი გაიმართა. ღონისძიებას მენტორობდნენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც ერთ-ერთი ტელეარხით გასული სადავო სიუჟეტი აჩვენეს დამსწრეებს. ამის შემდეგ დამსწრეები გაიყვნენ სამ ჯგუფად, რომელთაგან ერთი იცავდა მომჩივანის ინტერესებს, მეორე ჯგუფი წარმოადგენდა სიუჟეტის ავტორი ტელეკომპანიის ინტერესებს, ხოლო მესამე ჯგუფის წევრებმა მოირგეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა როლები
ყოველწლიური კულტურული ტურებისა და ექსკურსიების პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა (IRO) სტუდენტებისთვის ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ფიჯიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და აზერბაიჯანიდან, კულტურული ტური მოაწყო დუშეთში. ტურის ფარგლებში, სტუდენტები დუშეთის მერიაში შეხვდნენ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი ასლამაზიშვილს, მერიის უფროს სპეციალისტს სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში სოფო გელიაშვილს, კულტურის სახლის დირექტორს თამარ მოზდოკელს და მერის თანაშემწეს ხატია პირმისაშვილს. IRO-ს
IBSU-მ სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გვანცა დავითაშვილს უმასპინძლა. საჯარო ლექციის ფარგლებში, დავითაშვილმა სტუდენტებს ადამიანის უფლებების სწავლების მიმართულებით სახალხო დამცველის პრაქტიკა და რეკომენდაციები გააცნო. ასევე, მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრაზე განიხილა საუნივერსიტეტო გარემოში ადამიანის უფლებების სწავლების გამოწვევები.