- 393
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტთან (აშშ) აკადემიური კოლაბორაციის და სტუდენტური გაცვლების შეთანხმება გააფორმა. 1883 წლიდან ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამებს განათლების, ინჟინერიის, სამართლის, მედიცინის, ბიზნესისა და სხვა მიმართულებებით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის წარმომადგენლებმა – ასოცირებულმა პროფესორებმა გიორგი გაბუნიამ და არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ – ბულგარეთში, ვარნას თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე – ArCive 2025 წარმატებით წარადგინეს მოხსენება – “Architectural Intervention in Historic Urban Context: Case Study of ‘Stair-Street-House’ in Sololaki, Tbilisi.” მოხსენება ეძღვნებოდა კულტურული
გაიცანით IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი ღამბაშიძე რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) მომცა ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ კარგი განათლება − აქ ვიპოვე შესაძლებლობები, ინტერესები, მეგობრები და ადგილი, სადაც პიროვნულად ვიზრდები.უნივერსიტეტში სწავლა არ შემოიფარგლება მხოლოდ ლექციებით. ვიყავი ციფრული სკოლის პროექტში ლექტორის ასისტენტი და ბავშვებს ვასწავლიდი ვებ-პროგრამირებას — ზუსტად ისე, როგორც მე მასწავლეს თავის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა, აფილირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ეკა დევიძემ გაიმარჯვა კონკურსში – ‘PROFFORMANCE+ International Higher Education Teacher Award 2024/25,’ რომელიც PROFFORMANCE Consortium-ის მიერ იყო ორგანიზებული. კონკურსში, რომელშიც შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა, წარდგენილი იყო 161 განაცხადი. 161 აპლიკანტიდან შეირჩა 17 ნომინანტი ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში: 1. დიჯიტალიზაცია 2. ინტერნაციონალიზაცია 3. ინკლუზია და
პროექტის “შიდა ქართლის ხმა” ფარგლებში, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და ფასილიტატორი, ‘კულტურული ტურიზმის’ სასწავლო კურსის მოწვეული ლექტორი, პროფესორი მაია ღვინჯილია საველე ვიზიტით კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. პროექტი IBSU-ს კვლევის ხელშეწყობისა და პროექტების მართვის სამსახურის მიერ არის დაფინანსებული.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიალისტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ურთიერთშეთანხმების (პოლონეთი) მემორანდუმი გააფორმა. ბიალისტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პოლონეთში 1949 წელს დაარსდა და რეგიონში უდიდესი ტექნიკური უნივერსიტეტია. ბიალისტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მოიცავს მრავალფეროვან ფაკულტეტებს, მათ შორის არქიტექტურის, სამოქალაქო ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერების და სხვა მიმართულებებით.