- 27/05/2025
- By მარი ლეთოდიანი
- In ბიზნესის სკოლა, სიახლეები
- 223
- 0
პროექტის ,,შიდა ქართლის ხმა” ფარგლებში, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და ფასილიტატორები, ციცი ჯანგიძე და ნინო შონია საველე ვიზიტით გორის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. პროექტი IBSU-ს კვლევის ხელშეწყობისა და პროექტების მართვის სამსახურის მიერაა დაფინანსებული.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების შესახებ ინდოეთის მაგალითზე IBSU-ს ლექტორმა და ჩანდიგარის უნივერსიტეტის (ინდოეთი) ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სანდიპ გულერიამ ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის შეხვედრები გამართა. შეხვედრები ორგანიზებული იყო მაია ღვინჯილიას სასწავლო კურსის ,,კულტურული ტურიზმი” და თინათინ მოსიაშვილის სასწავლო კურსის “ტურის დაგეგმვა და საქართველოს ტურისტული მარშრუტები” ფარგლებში.
სტუდფესტი2025-ის ფარგლებში, დებატებისა და ინტელექტუალური თამაშის ტურნირი გაიმართა, რომელშიც IBSU-ს სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ესეების კონკურსის გამარჯვებული აბიტურიენტების დაჯილდოება გაიმართა. სამი საუკეთესო ესეს ავტორს გადაეცა IBSU-ს სასწავლო ვაუჩერი: პირველი ადგილის მფლობელს, მამუკა უშვერიძეს გადაეცა – 1500 ლარი მეორე ადგილის მფლობელებს, გიორგი როგავასა და ტატო ანესაშვილს – 1000 ლარი მონაწილეებმა კი IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები და სერტიფიკატები მიიღეს. 2025 წლის ესეს კონკურსის თემა იყო: “პატრიოტიზმი და