- 184
- 0
IBSU-ს გუნდი ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური შეჯიბრების გამარჯვებულია. სტუდენტური კონკურსის ფინალში მონაწილეობა საუკეთესო შედეგის მქონე რვა გუნდმა მიიღო. შეჯიბრების გამარჯვებული გახდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი თამარ ბლიაძის, მარიამ მღებრიშვილის, მანანა გაჩეჩილაძისა და ბიჭიკო დეკანოიას შემადგენლობით; იმიტირებული პროცესის საუკეთესო გამომსვლელად კი მარიამ მღებრიშვილი დასახელდა. IBSU-ს გუნდს ხელმძღვანელობდა პროფესორი დავით გეფერიძე. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები –
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში იურისტ გოგა კიკილაშვილის წიგნის “ბიზნეს სამართალი” პრეზენტაცია გაიმართა. ორენოვანი სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებისთვის. “ბიზნეს სამართალი” IBSU-ს ხელშეწყობით გამოიცა.
IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელმა სტუდენტებმა ონლაინ გაცვლითი პროგრამა დაიწყეს ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ხუთკვირიანი თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტები კონტენტანალიზის მეთოდის გამოყენებით გაანალიზებენ ამერიკულ და ქართულ მედიას. პროექტი გარდა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა, ხელს შეუწყობს სტუდენტებში მულტიკულტურული უნარების გამომუშავებას. პროგრამა ხორციელდება დეპოლის უნივერსიტეტის გლობალური სწავლებების ცენტრის ინიციატივით
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორ ნათელა დოღონაძის ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია – “მამების როლი შვილი გოგოებისა და შვილი ბიჭების ცხოვრებაში” გაიმართა.