- 19/05/2023
- By მარიკა
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 147
- 0
IBSU-ს სტუდენტების, მანჩო გაჩეჩილაძის, გიორგი წიკლაურის, ბაჩო დეკანოიასა და მარი ლომუაშვილის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგ-კურსი “სამართალი მოსწავლეებისთვის”. ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა შეისწავლეს სამართლის საფუძვლები, დარგები და პროფესიები, სასამართლო სისტემის თავისებურებები, იმსჯელეს ადამიანის უფლებებსა და სხვა სამართლებრივ საკითხებზე. პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები ასრულებდნენ სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებებს. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რომლებიც IBSU-ს ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში
ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა და მკვლევარმა, დავნოროვ დონიორბეკ აბდულო ოგლიმ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უზბეკეთის სამართლებრივ სისტემაზე ლექცია ჩაატარა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სამართალმცოდნეობის პროგრამაზე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოსულმა ლექტორმა იურისტის პროფესიაზეც ისაუბრა და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

Devexperts-ის ტრენერმა ალექსეი ბაბუხმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე “ციფრული ოცნების გუნდი: IT კომპანიების შიგნით”. ბაბუხმა ისაუბრა IT როლებსა და მათ მნიშვნელობაზე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სამყაროში; ასევე მიმოიხილა IT-ში წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი კომპეტენციები და IT-ის განვითარებადი ტენდენციები. ლექციის დასასრულს, Devexperts-ის ტრენერმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თეა ჭუმბურიძე პოლონეთის ვროცლავის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ჩაატარა სალექციო კურსი სახელწოდებით “პოლონურ-ქართული ურთიერთობების დინამიკა 15-ე საუკუნედან დღემდე”.