- 263
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი მეოთხე კურსის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე რექტორმა და სტუდენტებმა აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის გამოსაშვები საღამოს თარიღი/ორგანიზება და სამაგისტრო პროგრამები.
IBSU-ს ლექტორმა ნატო ფაჩუაშვილმა ვორქშოფი ჩაატარა თემაზე “გადადი ონლაინ: ინტერაქციის გაძლიერება ციფრული საშუალებების გამოყენებით.” ვორქშოპის მონაწილეები გაეცნენ ციფრულ მოწყობილობებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის ძლიერი ინტერაქციული გარემოს შექმნას უზრუნველყოფენ. ნატო ფაჩუაშვილმა ასევე ისაუბრა ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლებისთვის საჭირო ინტერაქციული ციფრული სასწავლო რესურსების მნიშვნელობაზე.
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, ავთანდილ ზარნაძემ და მარიამ ბიბილაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აშშ საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელსაც მედია ატაშე ჯონ ფერი უძღვებოდა. დისკუსია წარიმართა ამერიკელი ავტორის, მეთ ტაიბის ბესტსელერის „სიძულვილი: რატომ ახერხებს დღევანდელი მედია გვძულდეს ერთმანეთი“ ირგვლივ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. დალი ოსეფაშვილი
IBSU თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს გილოცავთ! ამ დღესთან დაკავშირებით, IBSU რადიომ პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა განაახლა. დღეიდან სტუდენტური რადიო 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. დღის 1-დან 2 საათამდე ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები პირდაპირ ეთერში მსმენელს შესთავაზებენ ახალ ამბებს გადაცემაში IBSU ნიუსი, ასევე, დღის სტუმართან ერთად განიხილავენ აქტუალურ საკითხებს. IBSU რადიო მაუწყებლობს ონლაინ IBSU მედიაცენტრის ვებგვერდზე: https://media.ibsu.edu.ge/ რადიო 2019