- 227
- 0
IBSU-მ მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა. პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შოშიაშვილმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები, შეღავათები და შეთავაზებები გააცნო. უნივერსიტეტის მარკეტერებმა კი აბიტურიენტებს IBSU-ს კამპუსი დაათვალიერებინეს.
IBSU-ს სამეცნიერო პროექტების და ინოვაციების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტს ეწვია მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი, ვიორიკა ლუპუ და მისი კოლეგა ინა ნიკუტა. ვიორიკა ლუპუმ ჩაატარა ლექცია ღია მეცნიერების შესახებ, ასევე, ღია წვდომის საცავებისა და ღია წვდომის ჟურნალების მნიშვნელობასა და აქტუალურობაზე. ლექციის მერე გაიმართა დისკუსია და პრაქტიკული რჩევების გაზიარება/სწავლება. ლექციას დაესწრნენ სკოლების დეკანები, ჟურნალების გამომცემლები და დაინტერესებული
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტს, ქეთი ფანქველაშვილს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თანამშრომლებს ტრადიციულ ვახშამზე უპასპინძლა. უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა სიტყვით მიმართეს შეკრებილებს და ხაზი გაუსვეს ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობას.