- 08/05/2023
- By Guja
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 182
- 0
IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელმა სტუდენტებმა ონლაინ გაცვლითი პროგრამა დაიწყეს ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ხუთკვირიანი თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტები კონტენტანალიზის მეთოდის გამოყენებით გაანალიზებენ ამერიკულ და ქართულ მედიას. პროექტი გარდა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა, ხელს შეუწყობს სტუდენტებში მულტიკულტურული უნარების გამომუშავებას. პროგრამა ხორციელდება დეპოლის უნივერსიტეტის გლობალური სწავლებების ცენტრის ინიციატივით
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორ ნათელა დოღონაძის ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია – “მამების როლი შვილი გოგოებისა და შვილი ბიჭების ცხოვრებაში” გაიმართა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა HR Hub–ის მიერ ორგანიზებულ კარიერის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. სამსახურის მაძიებლების გრანდიოზულ შეკრებაზე, IBSU-ს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს უნივერსიტეტში მიმდინარე ვაკანსიები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. ღონისძიებაზე, რომლის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა, 70-მდე კომპანია იყო ჩართული.
IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. ვრცლად: newsday.ge