- 27/04/2023
- By Guja
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 127
- 0
IBSU-ს სამეცნიერო პროექტების და ინოვაციების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტს ეწვია მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი, ვიორიკა ლუპუ და მისი კოლეგა ინა ნიკუტა. ვიორიკა ლუპუმ ჩაატარა ლექცია ღია მეცნიერების შესახებ, ასევე, ღია წვდომის საცავებისა და ღია წვდომის ჟურნალების მნიშვნელობასა და აქტუალურობაზე. ლექციის მერე გაიმართა დისკუსია და პრაქტიკული რჩევების გაზიარება/სწავლება. ლექციას დაესწრნენ სკოლების დეკანები, ჟურნალების გამომცემლები და დაინტერესებული
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტს, ქეთი ფანქველაშვილს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თანამშრომლებს ტრადიციულ ვახშამზე უპასპინძლა. უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა სიტყვით მიმართეს შეკრებილებს და ხაზი გაუსვეს ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობას.
IBSU-მ ტურიზმის პროგრამის ასისტენტ-პროფესორს, ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სანდიპ გულერიას უმასპინძლა. სანდიპ გულერიამ IBSU-ს ტურიზმის პროგრამის ლექტორებს გააცნო სწავლა/სწავლების მეთოდები და კურიკულუმის შემუშავების პრინციპები ჩანდიგარის უნივერსიტეტის მაგალითზე. ვიზიტის ფარგლებში, მოწვეული სტუმარი შეხვდა IBSU-ს რექტორს, საფფეთ ბაირაქთუთანსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელს, მელიქ ალკანს.