- 05/05/2023
- By Guja
- In სამეცნიერო სიახლეები
- 337
- 0
IBSI-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები ეხებოდა შემდეგ საინტერესო თემებს: განათლება, განათლების ისტორია, განათლების ფსიქოლოგია, სასწავლო გარემოს მართვა, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, უცხოური ენების სწავლების მეთოდები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერება, კულტურა და ლიტერატურა. ყოველწლიური კონფერენცია მიზნად
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში იურისტ გოგა კიკილაშვილის წიგნის “ბიზნეს სამართალი” პრეზენტაცია გაიმართა. ორენოვანი სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებისთვის. “ბიზნეს სამართალი” IBSU-ს ხელშეწყობით გამოიცა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი მეოთხე კურსის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე რექტორმა და სტუდენტებმა აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის გამოსაშვები საღამოს თარიღი/ორგანიზება და სამაგისტრო პროგრამები.
IBSU-ს ლექტორმა ნატო ფაჩუაშვილმა ვორქშოფი ჩაატარა თემაზე “გადადი ონლაინ: ინტერაქციის გაძლიერება ციფრული საშუალებების გამოყენებით.” ვორქშოპის მონაწილეები გაეცნენ ციფრულ მოწყობილობებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის ძლიერი ინტერაქციული გარემოს შექმნას უზრუნველყოფენ. ნატო ფაჩუაშვილმა ასევე ისაუბრა ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლებისთვის საჭირო ინტერაქციული ციფრული სასწავლო რესურსების მნიშვნელობაზე.