- 13/04/2023
- By მარიკა
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 125
- 0
IBSU-ს სამართალმცოდნეობის პროგრამის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის ანალიტიკური და სასამართლო წარმომადგენლობის სამსახურის უფროსმა, ეკა ახალკაცმა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა აღმასრულებელმა, ეთუნა ზამთარაძემ და მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტის მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერმა, თათია გურჭუმალაძემ სტუდენტებს გააცნეს სააღსრულებო წარმოებათა სპეფიციკა და მიაწოდეს
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, IBSU-ში შემეცნებით-გასართობი თამაში ‘ქა’რთული’ ჩატარდა. თამაშში მონაწილეობდნენ IBSU-ს სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები. გამარჯვებულ გუნდებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. თამაშის სპონსორები იყვნენ: გამომცემლობა პალიტრა L, კინო-თეატრი “ამირანი”, მაღალია “ჰიპი” და მაღაზია “მანგამუნი”.
IBSU-ს სამართლამცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდნენ, სადაც სასამართლო სხდომებს დაესწრნენ და რეალურ გარემოში დაკვირდნენ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებს.
IT-ს და ტექნოლოგიების თემაზე მომუშავე ონლაინგამოცემა dev.ge-ს რედაქტორმა და ჟურნალისტმა თამთა ნაჭყებიამ IBSU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა თემაზე „ხელოვნური ინტელექტი – საფრთხე, თუ ახალი შესაძლებლობები ჟურნალისტურ საქმიანობაში?“
IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტებმა X-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე “სამართალი მოსწავლეებისთვის.” ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში 40-მდე მოსწავლე გაეცნო სამართლის საფუძვლებს, სამართლის დარგებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, სასამართლო სისტემასა და სხვა რელევანტურ თემებს. ტრენინგის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა პრაქტიკული დავალებებიც შეასრულეს. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, რაც IBSU-ში ჩაბარების შემთხვევაში 10%-იან გრანტს უზრუნველყოფს.
IBSU კიბერუსაფრთხოების ასოციაციის წევრი გახდა, რომელიც უნივერსიტეტს სთავაზობს კორპორატიულ პირობებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია წარმატებით ოპერირებს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ასოციაციის მიზანია კიბერუსაფრთხოების როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული კუთხით განვითარება რეგიონში. ასოციაცია DefCamp-ისა და CyberEdu-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია რეგიონში. SCSA არის CISCO-სა და COMPTIA აკადემია და პითონის ინსტიტუტის აკადემიური წევრი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს