- 245
- 0
IBSU-მ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში თემაზე “ჰოლოკოსტი,” რომელიც ქართულ-ებრაულმა სკოლამ “ორ ავნერი,” ისრაელის საელჩოსთან საქართველოში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისრაელის ცენტრთან პარტნიორობით გამართა. კონფერენციაში, რომელიც მიზნად ისახავდა ჰოლოკოსტის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, მონაწილეობდნენ ისრაელისა და გერმანიის ელჩები ჰადას მეიცადი და ერნსტ პეტერ ფიშერი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, განათლების
IBSU ყოველწლიურ ტრადიციას აგრძელებს – კანცლერმა ექრემ დინდაროლმა უნივერსიტეტის მეზობლად მცხოვრებლებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად პასკები გადასცა.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, IBSU-ს ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა კათარზისის ბენეფიციარებს სააღდგომოდ პასქები გადასცეს. ასევე, IBSU-მ კათარზისის ბენეფიციარებს ორი დღის სადილი დაუფინანსა.
IBSU-ს ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის ფარგლებში მორიგი ექსპედიცია მოეწყო. ექსპედიცია ცენტრში მიმდინარე კვლევებისა და სტუდენტური პროექტების გაგრძელებაა, რომელშიც IBSU-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობენ. ექსპედიციის მონაწილეებმა შეისწავლეს XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი და გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის უნიკალური მოხატულობა. ასევე, უნივერსიტეტის მხარდაჭერით, პროფესორების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა მიერ განხორციელებული კვლევის ფარგლებში მონოგრაფია გამოიცემა.
IBSU-ს სამართალმცოდნეობის პროგრამის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის ანალიტიკური და სასამართლო წარმომადგენლობის სამსახურის უფროსმა, ეკა ახალკაცმა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა აღმასრულებელმა, ეთუნა ზამთარაძემ და მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტის მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერმა, თათია გურჭუმალაძემ სტუდენტებს გააცნეს სააღსრულებო წარმოებათა სპეფიციკა და მიაწოდეს
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, IBSU-ში შემეცნებით-გასართობი თამაში ‘ქა’რთული’ ჩატარდა. თამაშში მონაწილეობდნენ IBSU-ს სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები. გამარჯვებულ გუნდებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. თამაშის სპონსორები იყვნენ: გამომცემლობა პალიტრა L, კინო-თეატრი “ამირანი”, მაღალია “ჰიპი” და მაღაზია “მანგამუნი”.