• საჯარო ლექცია -“ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული ენა”

     კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ორგანიზებით, Educare Georgias-ს თანადამფუძნებელმა რაზმიკ ბადალიანმა IBSU-ში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული ენა”.  მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს ხმოვანი პროგრამების შექმნის თავისებურებები და Common Voice-ის მუშაობის პრინციპი გააცნო, რომელიც ორიენტირებულია ქართული ენის STT (Speech-to-Text) პროგრამის შექმნაზე.

  • საჯარო ლექცია თემაზე: “კიბერუსაფრთხოება და დეზინფორმაცია, როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევა”

    ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ლექტორმა, თამარ ნარინდოშვილმა IBSU-ში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: “კიბერუსაფრთხოება და დეზინფორმაცია, როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევა”. თამარ ნარინდოშვილმა ვრცლად ისაუბრა კიბერსაფრთხეებზე, თავდაცვის მექანიზმებსა და ეფექტიანი კიბერუსაფრთხოების სისტემის მნიშვნელობაზე. ლექციის განმავლობაში ასევე მიმოიხილეს კიბერშეტევის ცნობილი მაგალითები.

  • IBSU-მ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა

    IBSU-მ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. წლევანდელი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები იყვნენ IBSU, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, უფრო ფართომასშტაბიანი იყო. სტუდენტებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს და კონფერენციის დასასრულს სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების შემდგომ, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, პროფ. დოქტ. ვილჰელმ ჰაუზერმა, IBSU-ს შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო

  • IBSU-ს კურსდამთავრებული ნანა აბულაძე International Writing Program-ის ფარგლებში, აიოვას უნივერსიტეტის სარეზიდენციო პროგრამის მონაწილეა

    IBSU-ს კურსდამთავრებული ნანა აბულაძე International Writing Program-ის ფარგლებში, აიოვას უნივერსიტეტის სარეზიდენციო პროგრამის მონაწილეა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნანა აბულაძე International Writing Program-ის ფარგლებში, აიოვას უნივერსიტეტის სარეზიდენციო პროგრამის მონაწილეა. ნანა აიოვის უნივერსიტეტში ორ თვეს გაატარებს, სადაც ლიტერატურულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში, რომელსაც პროგრამა უზრუნველყოფს, ჩიკაგოსა და ნიუ იორკს ეწვევა. როგორც ნანა ამბობს, მისთვის ამ პროექტში მონაწილეობა დიდი პატივი, რადგან ეს გახლავთ საუკეთესო საშუალება

  • IBSU-ს ინტელექტუალური თამაშების კლუბმა დღეს გამართა თამაში “ის, რაც უნდა იცოდე”

    IBSU-ს ინტელექტუალური თამაშების კლუბმა დღეს გამართა თამაში “ის, რაც უნდა იცოდე”. კითხვები 12 სხვადასხვა კატეგორიას მოიცავდა. თამაშის სპონსორი იყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, რომელმაც გამარჯვებულებს 25%-იანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა.

  • IBSU-ში ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

    ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებით, IBSU-ს დებატებისა და კრიტიკული დისკუსიების კლუბის დამფუძნებლის, არტიომ არაკელიანის ინიციატივითა და ამერიკისმცოდნეობის სტუდენტურ კავშირთან თანამშრომლობით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თამარ შიოშვილი, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, თეა ჭუმბურიძე, აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები. სტუდენტებმა წარადგინეს პრეზენტაციები და იმსჯელეს გენდერულ თანასწორობასთან, ფემინიზმთან და ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES