- 272
- 0
„ჟურნალისტიკა სკოლის მოსწავლეებისთვის“ პროექტის ფარგლებში, IBSU-მ თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაში ჩართულმა აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა მოსწავლეებისთვის ოთხდღიანი ტრენინგი და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა. ლექციები ეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: პროფესია ჟურნალისტი, ინტერვიუს ხელოვნება, ადამიანის პირადი სივრცის პატივისცემა და სხვა ეთიკური დილემები ჟურნალისტიკურ საქმიანობაში, ფოტოგადაღების ხერხები, ფაქტების გადამოწმების მეთოდები და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისმა გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ინფორმაცია გაცვლით პროგრამებზე, საზაფხულო სკოლებზე, პარტნიორ უნივერსიტეტებზე და გაცვლითი მობილობის პროცესის შესახებ. ხოლო სტუდენტებმა, რომლებიც გაცვლითზე იმყოფებოდნენ, აუდიტორიას გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება.
𝐈𝐁𝐒𝐔-ს კარიერის დაგეგმის ოფისისა და IBSU აკადემიის ხელმძღვანელმა მაია სამქანაშვილმა, 17 მარტს, დააორგანიზა საორიენტაციო შეხვედრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ,შეხვედრაზე სტუდენტებმა მიოიღეს ინფორმაცია სტაჟირებებზე, ტრენინგებბზე, დასაქმების პერსპექტივასა და სხვადასხვა შეთავაზებების შესახებ. ასევე შეხვედრაზე მოწვეული იქნა კომპანია Diplomat Georgia, რომლის წამომადგენლებმაც გააცნეს სტუდენტებს კომპანიის მიზნები, მიღწევები, მასში არსებული სტაჟირებები და დასაქმების პერსპექტივები.
პროექტ „Networking”-ის ფარგლებში აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ასოც. პროფ. თეა ჭუმბურიძემ ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსელებს გააცნო სამაგისტრო პროგრამა. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა მარიამ ბარისოვამ მეოთხე კურსელებს გაუზიარა თავისი გამოცდილება პროგრამაზე სწავლის და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის შესახებ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი “ვებომეტრიქსის” რეიტინგში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის მე-5 ადგილზეა. “ვებომეტრიქსი” მსოფლიოში მოქმედ ყველა აკრედიტებულ უნივერსიტეტს გავლენის, ღია წვდომისა და წარმატების მაჩვენებელთა საფუძველზე ყოველწლიურად იკვლევს. კვლევაში საქართველოდან 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამიერკავკასიის რეიტინგში მე-10 ადგილზეა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, ხოლო საქართველოს მასშტაბით მეორეა კერძო უნივერსიტეტებს შორის.