- 01/03/2023
- By მარიკა
- In ბიზნესის სკოლა
- 148
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიზნეს ანბანის პროექტის ორდღიან ტრენინგს უმასპინძლა, რომელსაც 105 მოსწავლე დაესწრო. ტრენინგის პირველ დღეს მოსწავლეები გაეცნენ ბიზნესის, ტურიზმისა და მარკეტინგის ძირითად საკითხებსა და ეფექტური კომუნიკაციისა და წარმატებული პრეზენტაციის გამართვის მეთოდებს. ტრენინგის მეორე დღეს პროექტის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ბიზნესის სხვა ძირითად მიმართულებებზე, როგორებიცაა მენეჯმენტი, ბუღალტერია და ფინანსები. ტრენინგის ბოლოს მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ბიზნეს გეგმები. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს
საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-10 ოლიმპიადა ინფორმატიკაში დასრულდა, რომელშიც სხვადასხვა საოლიმპიადო წრეებში გაერთიანებულმა 133-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიადა გაიმართა სამ ასაკობრივ ჯგუფში: 6-8 კლასები (72 მოსწავლე), 9-10 კლასები (42 მოსწავლე) და 11-12 კლასები (19 მოსწავლე). ოლიმპიადაზე, რომელიც მსოფლიო ოლიმპიადის ფორმატით ჩატარდა, საკმაოდ რთული ამოცანები იყო წარმოდგენილი. შედეგები: 6-8 კლასები 9-10 კლასები 11-12 კლასები აქვე გაცნობებთ, რომ მარტის მეორე
USAID სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამამ გამოაცხადა სასწავლო კურსი სტუდენტებისა და სტუდენტური მოძრაობების წევრებისთვის, რომლებიც მუშაობენ ცვლილებებისთვის აკადემიურ სივრცეში და თანამოაზრეებთან ერთად, ცდილობენ საუნივერსიტეტო ცხოვრება ან/და განათლების სისტემა უკეთესობისკენ შეცვალონ. სასწავლო კურსის შესახებ: სასწავლო კურსი სტუდენტური ჯგუფებისა და მოძრაობების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს გააცნობს. კურსი ერთმანეთთან დააკავშირებს თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. მონაწილეებს ექნებათ
26 თებერვალს, დილის 09:30-10:00-ზე გაიმართება საცდელი ტური, სადაც შეძლებთ მოსინჯოთ სიტემაში შესვლა და მასთან ურთიერთობა.10:00-15:00-ზე გაიმართება ძირითადი ტური. საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი ბმულები იხილეთ ქვემოთ: საცდელი ტური (09:30 – 10:00) – http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=56 ძირითადი ტური (10:00 – 15:00) მე-8 კლასამდე: http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=153 9-10 კლასები: http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=154 11-12 კლასები: http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=155 მუდმივად ადევნეთ თვალი თქვენს ელ-ფოსტას, სადაც ინდივიდუალურად დაგეგზავნებათ საცდელ და
IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა. სტუდენტებმა ინგლისურ ენაზე განიხილეს სისხლის სამართლის დავა. სტუდენტები ესტუმრნენ მართლმსაჯულების მუზეუმსაც, სადაც დაცულია ისტორიული მნიშვნელობის მქონე ექსპონატები და უცხოეთის ქვეყნებიდან მოძღვნილი სამახსოვრო საჩუქრები. სტუდენტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ბაკარაძე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებმა ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა გამართეს სკოლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. შეხვედრა ემსახურებოდა 2022/2023 გაზაფხულის სასწავლო სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრაზე მოხდა შემდეგი საკითხების განხილვა: პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია აკადემიური კალენდარი სალექციო პროცესი სტუდეტთა შეფასება კრედიტების აღიარება საგამოცდო პროცესი სტუდენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია აკადემიური და მოწვეული