- 127
- 0
IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე “ქალები მართლმსაჯულებისთვის.” უზენაესი სასამართლოს წარმატებულმა მოსამართლე ქალებმა, ეკატერინე გასიტაშვილმა, თამარ ოქროპირიძემ, ქეთევან ცინცაძემ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა სასამართლო სისტემაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს და დისკუსიის მონაწილეების კითხვებს უპასუხეს.
IBSU-ს მარკეტერებმა და ყველასთვის საყვარელმა ციყვმა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებს საბაკალავრო პროგრამები გააცნეს.
IBSU-ს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, კანცლერმა ექრემ დინდაროლმა უნივერსიტეტის ქალ თანამშრომლებს 3 და 8 მარტის დღესასწაულები მიულოცა და საჩუქრად ყვავილები გადასცა.
IBSU-ს ბიზნეს სკოლის ორგანიზებით, დღეს გაიმართა პანელური დისკუსიას თემაზე – ქალი ბიზნესში – უპირატესობა თუ გამოწვევა. მოწვეულმა სპიკერებმა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ და კომპანია რადარის დამფუძნებელმა და სასტუმრო პროექტების მმართველმა, მაია მახათაძემ, ისაუბრებს ქალის როლის მნიშვნელობაზე ბიზნეს სამყაროში, მიმოიხილეს ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ რეალობაზე. სპიკერებმა ასევე განიხილავენ გენდერულ საკითხებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიზნეს ანბანის პროექტის ორდღიან ტრენინგს უმასპინძლა, რომელსაც 105 მოსწავლე დაესწრო. ტრენინგის პირველ დღეს მოსწავლეები გაეცნენ ბიზნესის, ტურიზმისა და მარკეტინგის ძირითად საკითხებსა და ეფექტური კომუნიკაციისა და წარმატებული პრეზენტაციის გამართვის მეთოდებს. ტრენინგის მეორე დღეს პროექტის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ბიზნესის სხვა ძირითად მიმართულებებზე, როგორებიცაა მენეჯმენტი, ბუღალტერია და ფინანსები. ტრენინგის ბოლოს მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ბიზნეს გეგმები. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს