- 79
- 0
IBSU-მ არქიტექტურის ოთხდღიანი ტრენინგის მონაწილეები სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ტრენინგში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ მოსწავლეებს მიღებული ცოდნა მომავალი პროფესიის არჩევაში გამოადგებათ. IBSU-ს ტრენინგის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები გაეცნენ არქიტექტურის საფუძვლებს, არქიტექტურულ ხატვას, დიზაინის საფუძვლებსა და ესკიზირებას. ტრენინგი არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ჩაატარეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ლაზარსკის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ერთობლივი თანამშომლობის საკითხები, მათ შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის, კვლევითი პროექტების, სასწავლო გეგმის შემუშავების, ერთობლივი ყოველწლიური პუბლიკაციებისა და კონფერენციების ჩატარების საკითხები.
კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებისთვის გამოცხადდა ტრენინგი, რომელსაც Devexperts Georgia-ს მოწვევით ჩაატარებს სტანისლავ ლობოვი, კანბანის უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ტრენერი. სტუდენტებისთვის ჩატარდება ორი ღონისძიება, რომელიც მოიცავს კანბანის მეთოდით სხვადასხვა აქტივობის ჩატარებას. პირველი ღონისძიება: FeatureBan მოკლე აღწერა: ბევრს სმენია Kanban-ის შესახებ, ზოგი არჩევანსაც კი აკეთებს მას და Scrum-ს შორის და ჩვენ თამაშის სიმულაციის დახმარებით გაჩვენებთ ამ პრაქტიკის მთავარ უპირატესობებს, რომლებიც გამოიყენება სამუშაოს მართვის
საქართველოში ტექნოლოგიური, კომპიუტერული განათლების დაუფლების რამდენიმე გზა არსებობს. სასწავლო ცენტრებთან ერთად, რომლებიც ბოლო წლებში საგრძნობლად მომრავლდა, შესაბამის ფაკულტეტს რამდენიმე უნივერსიტეტიც გვთავაზობს, მათ შორის IBSU. ვრცლად – https://bit.ly/3xcoig5
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ეწვივნენ საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენლებს საქართველოში Nexia TA -ს. ბიზნესის ფაკულტეტის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს აუდიტის ეთიკის, ბუღალტერიის ქცევის კოდექსების, ბუღალტრული და აუდიტური ფირმების ეთიკური პასუხისმგებლობის, ეთიკის თანამედროვე საკითხების და პროფესიონალი ბუღალტრებისთვის პროფესიის