- 13/02/2023
- By მარიკა
- In კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა
- 200
- 0
2023 წლის 26 თებერვალს ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-10 ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია. ოლიმპიადაში, რომელიც ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ
IBSU-ს მმართველმა საბჭომ დღევანდელ შეხვედრაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების გზებზე იმსჯელეს. IBSU-მ დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთების შეგროვება უკვე დაიწყო. დღევანდელი გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტი საჭირო ნივთების შესაძენად დამატებით თანხასაც გამოყოფს.
IBSU-მ არქიტექტურის ოთხდღიანი ტრენინგის მონაწილეები სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ტრენინგში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ მოსწავლეებს მიღებული ცოდნა მომავალი პროფესიის არჩევაში გამოადგებათ. IBSU-ს ტრენინგის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები გაეცნენ არქიტექტურის საფუძვლებს, არქიტექტურულ ხატვას, დიზაინის საფუძვლებსა და ესკიზირებას. ტრენინგი არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ჩაატარეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავ თსუ-ს რექტორატს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაარსებიდან 105 წლის იუბილეს. საქართველოს ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ერის ინტელექტუალურ განვითარებაში,” აღნიშნავს IBSU-ს რექტორი, საფფეთ ბაირაქთუთანი.
IBSU-მ არქიტექტურის ოთხდღიანი ტრენინგის მონაწილეები სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ტრენინგში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ მოსწავლეებს მიღებული ცოდნა მომავალი პროფესიის არჩევაში გამოადგებათ. IBSU-ს ტრენინგის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები გაეცნენ არქიტექტურის საფუძვლებს, არქიტექტურულ ხატვას, დიზაინის საფუძვლებსა და ესკიზირებას. ტრენინგი არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ჩაატარეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ლაზარსკის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ერთობლივი თანამშომლობის საკითხები, მათ შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის, კვლევითი პროექტების, სასწავლო გეგმის შემუშავების, ერთობლივი ყოველწლიური პუბლიკაციებისა და კონფერენციების ჩატარების საკითხები.