- 21/02/2023
- By Guja
- In IBSU გაზეთი
- 326
- 0
IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი მზიკო კვინიკაძე Erasmus Plus-ის ფარგლებში ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში ათდღიან ტრენინგს დაესწრო თემაზე “What Is Youth Research.” “ეს ჩემი რიგით მეხუთე ერაზმუს პლუსის გაცვლითი პროგრამა იყო, რომლის ფარგლებში ტრენერებმა გაგვაცნეს კვლევის ტიპები, საკვლევი თემის და სამიზნე აუდიტორიის შერჩევის კრიტერიუმები, გაგვიზიარეს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. სხვადასხვა ქვეყნის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთები შეაგროვა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა IBSU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და კურსდამთავრებულები. სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის შეგროვილი ნივთები დღეს გაიგზავნა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქეთევან ნანობაშვილი სტრატეგიული გეგმის შესრულების ფარგლებში შეხვედრებს მართავს უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან. შეხვედრების მონაწილეები მსჯელობენ როგორც გეგმის ფარგლებში შესრულებულ ამოცანებზე, ისე სამომავლო ეტაპებზე. სტრატეგიული გეგმის განხილვაში მონაწილეობა უკვე მიიღეს სასწავლო და სამეცნიერო სამსახურის ქვედანაყოფებმა, დეკანებმა, პროგრამის ხელმძღვანელებმა და ხარისხის სამსახურის წარმომადგენლებმა. შეხვედრები ეტაპობრივად გაგრძელდება და მოიცავს ყველა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შოშიაშვილმა, სტუდენტებისთვის გამართა ვორქშოპი სახელწოდებით “შესაძლებლობების აუდიტი.” ვორქშოპის მიზანი იყო სტუდენტებს, საკუთარ მიზნებთან მიმართებით, გაეანალიზებინათ თავიანთი შესაძლებლობები, უნარები და კომპეტენციები. დღევანდელ ვორქშოპზე მიღებული ცოდნა სტუდენტებს სუსტი მხარეების იდენტიფიცირებასა და განვითარების გზების დასახვაში დაეხმარება.
2023 წლის 26 თებერვალს ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-10 ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია. ოლიმპიადაში, რომელიც ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ