- 29/12/2022
- By Guja
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 161
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ღონისძიება ,,ჩვენ ვქმნით მომავალს” ეძღვნებოდა, ძველი (გვიანი) თაობის ტურიზმის დარგის პროფესორების დაჯილდოებას – დამსახურებული ღვაწლისთვის სამეცნიერო ტურიზმის მიმართულებით. IBSU-ს ბიზნესის სკოლის დეკანმა ილია ბოცვაძემ დააჯილდოვა 5 მოწვეული პროფესორი: ნიკო კვარაცხელია, ლილი კოჭლამაზაშვილი, ლიანა ქართველიშვილი, დილავარდისა დავითულიანი და ავთანდილ ოქროცვარიძე. ღონისძიებას ესწრებოდა IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ღონისძიება დაიგეგმა
სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სამართლის კლინიკა სასწავლო ვიზიტით ესტუმრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. კლინიკის სტაჟიორებმა, მარიამ მღებრიშვილმა და თამარ ბლიაძემ, კლინიკის ხელმძღვანელთან ასოც. პროფ ნონა ზუბიტაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ადმინისტრაციულ დავაზე მიმდინარე სასამართლო პროცესში. აღნიშნული წარმოადგენს პრაქტიკული სწავლების ფორმატს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს უშუალოდ გაეცნონ სასამართლო წარმოების თავისებურებებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში “Asian Culture Club/აზიის კულტურის კლუბი” დაარსდა. კლუბის დაარსების ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანი და კანცლერი დოქტ. ექრემ დინდაროლი. ღონისძიებაზე კლუბის წევრებმა სამომავლო გეგმები გააცნეს სტუმრებს, შეხვედრის დასასრულს კი სტუმრებს ალაფურშეტით გაუმასპინძლდნენ.
ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები საგნის – სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ გამაჯანსაღებელ ცენტრში Hedone Wellness Home. მათ ჩაუტარდათ ინფო-ტური ცენტრის მენეჯერის მიერ, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია გამაჯანსაღებელი სერვისების შესახებ, რასაც ჰედონე მომხმარებელს სთავაზობს. განხილულ იქნა ზოგადი ტენდენციები გამაჯანსაღებელი ტურიზმის სფეროში, ისევე როგორც სხვა უამრავი საინტერესო და სასარგებლო თემა ველნესის გარშემო. ვიზიტი სტუდენტებისთვის ფრიად