- 14/12/2022
- By Guja
- In კურსდამთავრებულები, სიახლეები
- 302
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნათია შუბითიძის მასტერკლასი ,,გზა იდეიდან სტარტაპამდე” გაიმართა. საჯარო ლექციის სპიკერი, ნათია შუბითიძე, IBSU-ს ფინანსების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია. ნათია შუბითიძე არის სტარტაპ დრაივის გამარჯვებული: SOS auto მობილური აპლიკაცია შენი საგზაო დახმარებისთვის; მან კომპანია თეგეტასგან მიიღო 70 000 ლარიანი ინვესტიცია სტარტაპის წამოწყებისთვის. ლექციაზე სპიკერმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
ენების კლუბ Lingo Quest-ის აქტივობებში IBSU-ს საერთაშორისო სტუდენტებიც ჩაერთნენ. სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წევრებს საშუალება მიეცათ გამოფენის ტიპის მულტიკულტურულ ღონისძიებაზე გაცნობოდნენ ისეთი უცხო ქვეყნების კულტურულ და ენობრივ თავისებურებებს, როგორებიცაა ფიჯი, ეგვიპტე, თურქეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი. კლუბის წევრებმა მონაწილე სტუდენტები სამახსოვროდ ქართული, ტრადიციული, თემატურად საახალწლო სუვენირებითაც დააჯილდოვეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტმა HTW, ინტერინსტიტუციურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც 2027 წლამდე იმოქმედებს. შეთანხმების ფარგლებში, მხარეები მოაწყობენ ერთობლივ საზაფხულო და ზამთრის სკოლებს, მათი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ჩაერთვება გაცვლით პროგრამებში და იმუშავებენ ერთობლივ კვლევებზე. დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან IBSU უკვე სამი წელი თანამშრომლობს. დრეზდენის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ინგლისური ენის სპეციალისტს ჰედერ ტატონ-ჰარისს უმასპინძლა. შეხვედრის ორგანიზებაში უნივერსიტეტს აშშ-ს საელჩო დაეხმარა. ჰედერი არის სასწავლო გეგმისა და შეფასების მენეჯერი კარლოს როსარიოს საერთაშორისო საჯარო ქარტიის სკოლაში, ვაშინგტონში. იგი შეხვდა ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს და ჩაატარა სემინარი ELT საკლასო ოთახში რისკების მიღების სივრცის შექმნის თემაზე. საჯარო ლექცია ინტერაქციული ხასიათის იყო, სტუდენტებს საკუთარი
აშშ-ს საელჩოს „ქართული მედია განათლების პროგრამის ფარგლებში“, ჩიკაგოს გაცვლითი პროგრამის მონაწილეებთან დასკვნითი შეხვედრა და მიღება გაიმართა. ამ პროექტის ფარგლებში, აშშ საელჩოს მხარდაჭერით ქართულ უნივერსიტეტებში ციფრული მედიაგანათლების დანერგვა ხდება. IBSU პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელმაც 2 წლის წინ დანერგა „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა” ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის ანალოგიითა და პროგრამის დირექტორის პროფ. რიშელ როჯერსის რეკომენდაციებით. IBSU-ს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. დასაქმების ფორუმის მიზანია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა.