- 17/03/2023
- By Guja
- In IBSU მედიაში
- 335
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის.“ ვრცლად: newsday.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, პანელური დისკუსია თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის“ გაიმართა. ვრცლად: www.interpressnews.ge
ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორმა, კლარენს ვან დერ პუტმა IBSU-ში ჩაატარა მასტერკლასი თემაზე “ტურიზმის მარკეტინგი.” ინტერაქტიურ შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ ტურიზმის ტრენდებს და ამ კონტექსტში მარკეტინგულ მიდგომებს. შეხვედრის დასასრულს მასტერკლასის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჭადრაკის ტურნირი გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებული მოჭადრაკეები, რომლებიც წარადგენენ IBSU-ს უნივერსიადაზე. გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის პროფესორებმა ტექნოლოგიების, განათლებისა და განვითარების მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 6-8 მარტს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაიმართა. IBSU-ს გუნდმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ოთხი სტატია მასწავლებლის პროფესიის, მოსწავლეთა ემოციური კეთილდღეობისა და სწავლების მეთოდოლოგიის თანამედროვე ტენდენციების შესახებ. პროფესორმა ეკა ფიფიამ, ასოცირებულმა პროფესორებმა, მაია ჩქოტუამ და მარიამ ბანძელაძემ თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს 80 სხვადასხვა