- 206
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა. ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის სტუდენტები, ლექტორები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები. ღონისძიებას დაესწრო გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი აშშ-ს საელჩოში ირაკლი მალანია და საქართველოში მყოფი ამერიკელი ფულბრაიტის პროგრამის მკვლევრები. პროგრამის სტუდენტებმა: ლიკა მირუაშვილმა, ანი მწარიაშვლმა და ანანო ბანძელაძემ წარმოადგინეს მადლიერების დღის შესახებ პრეზენტაცია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტების და ინოვაციების სამსახურის უფროსი დოქ. მარინა რაზმაძე ქ.ცვიკაუში (გერმანია) იმყოფებოდა. დოქ. მარინა რაზმაძე ხელმძღვანელობს IDEA პროექტს, რომლის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მზადდება ახალი ინგლისურენოვანი ორმაგი დიპლომის პროგრამა სახელწოდებით „კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი“ ქალაქ ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (WHZ) და ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად შემდეგი ქვეყნებიდან – ყაზახეთი, ყირგიზეთი,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და მედიის კლუბის ინიციატივით საჯარო ლექცია ,,ჯავშანი” ჟურნალისტიკაში გაიმართა. საჯარო ლექციას წიგნის ,,ჯავშანი” ავტორი და ტელეკომპანია ,,მთავარის” ჟურნალისტი, ნინო სამყურაშვილი, წარუძღვა. ლექცია ინტერაქციული ხასიათის იყო, მომავალ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები სპიკერისათვის და მიეღოთ ინფორმაცია მისი პრაქტიკული გამოცდილების შესახებ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაერთნენ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საერთაშორისო კომპანია ,,დევექსპერტის” წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები. კომპანიის მიზნებია საქართველოში გადაამზადოს კადრები, რისთვისაც თანამშრომლობას იწყებს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ციფრული მედიისა და კომუნიკაციის პროგრამის მაგისტრანტებმა და ლექტორებმა ტექნოპარკში გამართულ საქართველოს ინტერნეტმმართველობის I ახალგაზრდულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმის მიზანია ინტერნეტსფეროს, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის სფეროს შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება და მათი ჩართულობის წახალისება. იგი ევროპის საბჭოს, გაეროს, კომუნიკაციების კომისიისა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ხოლო