- 14/02/2025
- By მარიკა
- In კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა, სიახლეები
- 337
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის ‘ციფრული სკოლა’ დახურვის ღონისძიება გაიმართა. ერთკვირიანი უფასო ინტენსიური ტრენინგების განმავლობაში, X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ისწავლეს ციფრულ პროდუქტებზე მუშაობა, Web Development-ის მთავარი პროგრამირების ენები – HTML, CSS და 3D გრაფიკა – Blender. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანმა, მარიამ რაზმაძემ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.
IBSU-ს კურსდამთავრებული გიორგი გელიაშვილი ფრანგულ-ამერიკულ უნივერსიტეტში The American College of The Mediterranean-ში ისწავლის. “მოხარული ვარ, გაგიზიაროთ, რომ მოვიპოვე სრული დაფინანსება და ჩავირიცხე მაგისტრატურის საფეხურზე ფრანგულ-ამერიკულ უნივერსიტეტში The American College of the Mediterranean (ACM)-ში საერთაშორისო განათლების ადმინისტრირების პროგრამაზე. ამ პროგრამაზე სწავლით მომეცემა შესაძლებლობა, ვისწავლო ერთი სემესტრით ბარსელონაში, ესპანეთში, ხოლო შემდეგ ექს-ან-პროვანსში, საფრანგეთში და შევიძინო მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება განათლების სფეროში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამომცემლობა “ინტელექტთან” ერთად გაიმართა შეხვედრა მწერალ ნესტან ნენე კვინიკაძესთან.
2025 წლის 23 თებერვალს ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის XII ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია. ოლიმპიადა ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით. მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ არიან რომელიმე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბრეშუმის გზის მე-19 საერთაშორისო კონფერენციის კრებული გამოსცა. კონფერენციაში მონაწილეობდა ექვსი ქვეყნის 21 უნივერსიტეტის მეცნიერი და დოქტორანტი. ეს ქვეყნებია: ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, თურქეთი, ინდოეთი და საქართველო. კონფერენციის ფარგლებში იმუშავეს ქართულმა და ინგლისურმა სესიებმა. კონფერენციის პარტნიორი უნივერსიტეტები იყვნენ: კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ზილინას უნივერსიტეტი (სლოვაკეთი) და გამოყენებითი ფსიქოლოგიის